სხვა ბინის ბედნიერი ნომრები: თქვენი შეამოწმეთ 2019, 5 იანვარი, 12:50
თუ ბედნიერი რიცხვების გჯერათ, მაშინ ბინის ნომერმაც შეიძლება ან ბედნიერება, ან უბედურება მოგიტანოთ. არის თუ არა თქვენი ბინის ნომერი ბედნიერების ნომერი და რა გავლენას ახდენს ის ცხოვრებაში, დღევანდელი სტატიიდან გაიგეთ.
ნუმეროლოგიის ციფრი მატერიალური სამყაროს და მათემატიკური სიმბოლოების ურთიერთქმედების უძველეს საკრალურ მნიშვნელობაზე არის დაფუძნებული.
ციფრების საიდუმლო თითოეულ ციფრს კონკრეტული ვიბრაცია შეესაბამება, რომელიც ერთადერთი და განუმეორებელია. სწორედ ამ კომბინაციის წყალობით ციფრების ჯადოქრობა მუშაობს. დაბადების თარიღი, სახელების ციფრებით გაშიფვრა - ყველაფერი ადამიანების ცხოვრებაზე საბედისწერო გავლენას ახდენს, რომელიც გარკვეულ ბუნებრივ ნიჭსა და ხასიათს განიჭებთ. მთელი ცხოვრება ციფრებთან კავშირშია, თუმცა ყველაფერი მნიშვნელოვანია არაა. მაგ., ბინის ნომერი, სადაც ცხოვრობთ, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახლის ნომერი, სადაც იშვიათად იმყოფებით. ნუმეროლოგიის მიხედვით ბინის ბედნიერი ნომრები არსებობს. თუ ბინის ციფრის ენერგეტიკული ვიბრაცია თქვენს ენერგეტიკას ემთხვევა, ამ ბინაში ცხოვრება კომფორტული და ბედნიერი იქნება. სწორედ ამ ბინაში კედლებიც კი დაგეხმარებათ, რომ თავი დაცულად და ბედნიერად იგრძნოთ. არსებობს ბედნიერი ბინები და პირიქით, სახლები, რომელთაც მფლობელებისთვის დისკომფორტი, სიზარმაცე და სხვადასხვა სახის ნეგატივი მოაქვს. ბინის ყველაზე ბედნიერი ნომრებია, თუ მათში 1, 2 და 6 ფიგურირებს. ბინის ნუმეროლოგიის გამოთვლა ძალიან მარტივია: მაგ., ბინის ნომერი 138 1 + 3 + 8 = 12 1 + 2 = 3 „ 3 „ – 138 ბინის ნომრის ნუმეროლოგიური ციფრია. თქვენი ბინის ნუმეროლოგიური ციფრი გამოთვალეთ და გაიგეთ, ბედნიერია თუ არა ის თქვენთვის. ციფრი 1 პლანეტა - მზე. ასეთი ბინა დიასახლისს შემოქმედებითი ენერგიით და მხიარულებით ავსებს. ის ადამიანს სხვებისგან გამოყოფის საშუალებას აძლევს. მასში თავს ბედნიერად იგრძნობს მხატვრები, პოეტები, მწერლები, ჟურნალისტები. ბინაში ბევრი სხვადასხვა სახის ნათურები უნდა იყოს, დომინანტი ფერი კი ნარინჯისფერი - წითელი. ასეთი სახლის ატმოსფერო უზრუნველი და ღიაა. მაგრამ სიკაშკაშე მხოლოდ კეთილ ადამიანებს ელოდებათ, ხოლო ბოროტი ადამიანები ასეთ სახლში მხოლოდ დაზარალდებიან. ციფრი 2 პლანეტა - მთვარე. ინტუიცია და დაფიქრება. ბინა ხელსაყრელია ადამიანებისთვის, რომლებიც პატარა ბავშვებთან მუშაობენ, მზარეულებისა და მუსიკოსებისთვის. ასეთ ბინაში მთავარი აქცენტი სარკეზე მოდის, მთავარი ფერი ნაზი კრემისფერი, საშუალო ზომის მწვანე ზურმუხტისფერი დეტალებით. სააბაზანოს გარეგნულ მხარეზე იზრუნეთ ის უზადო უნდა იყოს. ციფრი 3 პლანეტა - მარსი. ნებისყოფა, მოქმედება! ეს ბინა ზარმაცებისთვის არაა. თუ პასიური ხართ, გადაწყვეტილებას თქვენს ნაცვლად მიიღებენ. ამ ბინაში მუდმივად რაღაცის შეკეთება მოგიწევთ: წყლის მილების, გასაღების, მაგიდების...დიასახლისი ყოველთვის ტონუსსა და მუდმივ მოძრაობაში უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგროვებული ენერგია ავადმყოფობას მოიტანს. ყველაზე აქტიური ადგილია - ტუალეტი და შემოსასვლელი, იზრუნოს მათზე. ციფრი 4 პლანეტა - მერკური. კონტაქტები. ასეთ ბინაში გულწრფელი ერთგულება უნდა სუფევდეს - ტყუილი თავად დაგიბრუნდებათ! ამ სახლში მცხოვრებს მუდმივად მოგზაურობის სურვილი აქვს. ბევრი ურთიერთობისთვის მოემზადეთ, ამასთან არა მხოლოდ სახლში, არამედ სამსახურში: ეს ბინა მაკონტროლებელ სამუშაოს გპირდებათ. ინტერიერში მთავარია ობიექტები, რომლებიც ინფორმაციასთან არის დაკავშირებული: ტელევიზორიდან დაწყებული, კედლებზე ფოტოგრაფიით დამთავრებული. ხელსაყრელი ფერი იქნება ცისფერი, ნაცრისფერი, ასევე ლურჯი ყვითელთან ერთად. ციფრი 5 პლანეტა - იუპიტერი. გაფართოება. აქ ყველაფერი გლობალურია: ამ ბინაში ცხოვრება დაკავშირებული იქნება პოლიტიკასთან, მეცნიერებასთან - ყველა რაღაც საქმის გამო ერთიანდება. ამ სახლისთვის კარგი ფერია იისფერი. ნამდვილი გამფორმებელი იქნება ბრინჯაოს ნივთები, განსაკუთრებით თუ უცხო ქვეყნიდან იქნება მოტანილი. საკუთარ თავს გაბრაზების უფლება არ მისცეთ და ყველაფერი კარგად იქნება. ასევე ვრცელი ბიბლიოთეკაც არ დაგავიწყდეთ! ციფრი 6 პლანეტა - ვენერა. დასვენება, სიყვარული და კომფორტი. აი, ამ ბინის მცხოვრებლებს გაუმართლათ. აქ ან ძალიან კეთილი და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს, ან დიდი სკანდალისტები. ფერები ძალიან თბილია: კრემისფერი გამა. ამ სახლის გარემო - დიდი რბილი დივანი, მრგვალი მაგიდა, ხალიჩა, ყვავილები...ჩვეულებრივ ასეთ სახლებში უყვართ ცხოველები - კატები, ძაღლები. არ იჩხუბოთ, დამნაშავე ყოველთვის ჩხუბის წამომწყები იქნება. ციფრი 7 პლანეტა - სატურნი. ერთი დიდი გამოცდილება! ასეთი ბინის მცხოვრებლები ხშირად უხერხულ მდგომარეობაში არიან და სხვადასხვა სახის შეზღუდვებს განიცდიან. მაგრამ ყველაფერი ძალიან ცუდად არ არის! ამ ბინაში შეძლებთ შეგროვებას, რაიმე პროფესიონალური საქმიანობით დაკავებას. მთავარია - საქმეები და ქცევები სწრაფად გაანალიზეთ, სასარგებლო იქნება მარხვა და იოგით დაკავება! უპირატესი ფერი მუქი ლურჯი. ინტერიერში დომინანტი არ არსებობს! ციფრი 8 პლანეტა - ურანი. ეს არის ასტროლოგების და ნათელმხილველების ბინა. თუ აქ პრაგმატიკოსი და მატერიალისტი ადამიანი მოხვდება, ის მხოლოდ განადგურდება. ამ ბინაში ყოველთვის მეგობრების გარემოცვაში იქნებით. მის გასაფორმებლად ნათელი ცისარტყელას ფერები გამოიყენეთ და აუცილებლად ცისფერი უნდა ფიგურირებდეს! ფრთხილად იყავით ელექტრო მოწყობილობასთან და ფანჯრები ხშირად გაწმინდეთ. ციფრი 9 პლანეტა - ნეპტუნი. ძალიან მძიმე ბინა! მასში თავს კარგად იგრძნობენ მღვდლები, მუსიკოსები, მეზღვაურები და ექსტრასენსები. აქ ძალიან ადვილად შეიძლება აუსრულებელ ოცნებებში ჩაიძიროთ და ბევრი მავნე ჩვევა შეითვისოთ. ეს ბინა ბერმუდის სამკუთხედს ჰგავს - ნივთები ყოველთვის იკარგება და ყველაფერი საღ აზრს მოკლებულია. ასევე დაგაინტერესებთ: ძველი ჩინური მკითხაობა: აირჩიეთ ჰექსაგრამა და გაიგეთ, რა გელოდებათ მომავალში ჯადოსნური გზის უძველესი რუკა: რა სჭირდება დღეს თქვენს სულს? აირჩიეთ მისალოცი ბარათი და გაიგეთ, თუ რა გელოდებათ ახალ წელს თქვენი ტოტემური ცხოველი დაბადების თარიღის და წლის მიხედვით აირჩიეთ ტაროს კარტი და გაიგეთ, თუ რა გელოდებათ წლის ბოლომდე აირჩიეთ მრბოლელი და გეტყვით, თუ რომელი თვისება დაგეხმარებათ გარშემომყოფების გულის მოსაგებად - ფსიქოლოგიური ტესტი ვინ ხართ ენერგეტიკის მიხედვით - მზე თუ მთვარე? (ტესტი) აირჩიეთ ციფრი და ჩვენ თქვენს ასაკს გამოვიცნობთ რას ნიშნავს თქვენი ყვავილი დაბადების თარიღის მიხედვით რომელი ცხოველი დაინახეთ პირველად? ასეთია თქვენი პიროვნება ტესტი, რომელიც თქვენი ფარული ნიჭის გამოვლენაში დაგეხმარებათ
უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
1414 1-ს მოსწონს
|