სხვა ძველი ჩინური მკითხაობა: აირჩიეთ ჰექსაგრამა და გაიგეთ, რა გელოდებათ მომავალში 2018, 24 დეკემბერი, 11:47 ![]() „ი-ძინის“ წინასწარმეტყველება ჰექსაგრამებზე არის დაფუძნებული. სულ 64 ჰექსაგრამა არის. ამ მკითხაობაში მათგან მხოლოდ 8 ვარიანტს გთავაზობთ. თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კითხვა მოიფიქრეთ და შემდეგ ჰექსაგრამა აირჩიეთ. თქვენ არჩევანი ბევრს გვეტყვის იმის შესახებ, უახლოეს მომავალში რისკენ იქნებით მიდრეკილი. მკითხაობა ცვლილებათა წიგნზე ![]() 1.ძინი: წინსვლა (პროგრესი, კეთილდღეობა) ეს ჰექსაგრამა სიმდიდრის ზრდაზე მიუთითებს. თუმცა, სარგებელი რომ მიიღოთ, თქვენც რაღაც უნდა შესთავაზოთ. გულუხვობის წყალობით, ყველა, ვინც თქვენს გვერდით იმყოფება, წარმატების მიღწევას შეძლებს. თქვენი მოვალეობა იმაში მდგომარეობს, რომ მატერიალური და სულიერი სიმდიდრის ზრდას ხელი შეუწყოთ. მეორე მხრივ, ეგოიზმი და სიამაყე სიმდიდრის წყაროს დაბლოკავს. 2.გუ: დაშლა (რაღაცაზე მუშაობა გაუქმდა) ეს ჰექსაგრამა უკავშირდება გარყვნილებას, სხვადასხვა ცდუნების მიმართ სისუსტეს. თუმცა ჰექსაგრამა გირჩევთ იმუშაოთ იმაზე, რაც თქვენს პროგრესს ხელს უშლის. მოგიწოდებთ, უფრო ფრთხილი იყოთ, თითოეული ნაბიჯი კარგად გათვალოთ, რადგან წარუმატებლობის დიდი შანსი არსებობს. 3.ლუ: მოგზაური (მოხეტიალე) ამ ჰექსაგრამის არჩევანი იმაზე საუბრობს, რომ თქვენ თავისუფალი სულის ადამიანი ხართ და გადაწყვიტეთ, ცხოვრება კარდინალურად შეცვალოთ. ცნობისმოყვარეობის და სამეწარმოო უნარის წყალობით მალე აყვავდებით. თუმცა მოხეტიალე არ გახდეთ ისე, რომ ფესვები არ გქონდეთ. დაე, თქვენი გზა სპონტანური და თავისუფალი იყოს, მაგრამ თქვენ დანიშნულების ადგილი უნდა იცოდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, დაიკარგოთ. ![]() 5.კუნი: მიწა (მიღება) ჰექსაგრამა 6 შუაზე გაყოფილი ხაზისგან შედგება. ეს ქალური ნიშანია, რომელიც მოთმინების და პასიური ცოდნის ღირსებას ხაზს უსვამს. მოვლენების სვლას ხელი არ უნდა შეუშალოთ და ეს როგორც ბრმა თანხმობა ან პასიურობა, არ უნდა განიხილოთ. ძალიან მალე მოგიწევთ მდგომარეობის შესწავლა და ნიშნების წაკითხვა. ამ ცოდნის მიღებით ფრთხილად წინსვლას შეძლებთ. ![]() 7.ვეი-ძი: მდინარე ჯერ არ გადაგილახავთ (დასრულების წინ) ჰექსაგრამა თქვენს ცხოვრებაში კრიტიკულ მომენტზე საუბრობს. თქვენ მალე მდინარეს გადალახავთ. ეს რთული პერიოდია, რომელიც კარგ ყურადღებას და ფრთხილ ნაბიჯებს მოითხოვს. თუ „მდინარის გადალახვის“ დროს თქვენი „ფეხები დასველდება“, თქვენ ზიანს მოგაყენებენ. ჰექსაგრამა იმაზე საუბრობს, რომ ორჯერ უნდა დაფიქრდეთ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ. წარმატება ახლოს არის. 8.ში: მეომარი (ჯარი) ეს ჰექსაგრამა მოგიწოდებთ, თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ. დრო მოვიდა, იმოქმედოთ და თქვენი ძალისხმევის ნაყოფი იგემოთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აგრესიული უნდა იყოთ. პირიქით, „ჯარი“ დისციპლინას და იერარქიის დაცვას მოითხოვს. პირად ცხოვრებაში ეს იმას ნიშნავს, რომ წარმატება თქვენს მხარეს იქნება, თუ თქვენ თავდაჯერებული და პასუხისმგებლობით აღსავსე იქნებით. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ჯადოსნური გზის უძველესი რუკა: რა სჭირდება დღეს თქვენს სულს? 2. აირჩიეთ მისალოცი ბარათი და გაიგეთ, თუ რა გელოდებათ ახალ წელს 3. თქვენი ტოტემური ცხოველი დაბადების თარიღის და წლის მიხედვით 4. აირჩიეთ ტაროს კარტი და გაიგეთ, თუ რა გელოდებათ წლის ბოლომდე 5. აირჩიეთ მრბოლელი და გეტყვით, თუ რომელი თვისება დაგეხმარებათ გარშემომყოფების გულის მოსაგებად - ფსიქოლოგიური ტესტი 6. ვინ ხართ ენერგეტიკის მიხედვით - მზე თუ მთვარე? (ტესტი) 7. აირჩიეთ ციფრი და ჩვენ თქვენს ასაკს გამოვიცნობთ 8. რას ნიშნავს თქვენი ყვავილი დაბადების თარიღის მიხედვით 9. რომელი ცხოველი დაინახეთ პირველად? ასეთია თქვენი პიროვნება 10. ტესტი, რომელიც თქვენი ფარული ნიჭის გამოვლენაში დაგეხმარებათ
უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
946 შეფასება არ არის
|