პროფილაქტიკა მარტივად მოსამზადებელი ეფექტური საშუალება, რომელიც ვირუსებისგან დაგიცავთ და იმუნიტეტს გაგიძლიერებთ 2019, 4 იანვარი, 16:35 სიცივეების დადგომასთან ერთად ჩვენ ირგვლივ თითქმის ყველა სურდოთი ავადდება. ასე ძალიან არ გვინდა რომ გადაგვედოს! ამ შემთხვევაში ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: ვირუსი რომ არ შეგეყაროთ, საკმარისია საკუთარ თავზე იზრუნოთ და იმუნიტეტი გაიძლიეროთ! ამისთვის კი საჭიროა მოამზადოთ ეს საოცარი მიქსტურა ნატურალური პროდუქტებისგან, რომელიც ერთდროულად სასარგებლოცაა და გემრიელიც. კოჭას, ლიმონისა და თაფლის რეგულარული მოხმარება არა თუ დაგიცავთ ვირუსული ინფექციებისგან, არამედ მთლიანობაში ორგანიზმის იმუნიტეტს გააძლიერებს. ეს ბუნებრივი წამალი ცხოვრებისეულ ტონუსს ამაღლებს, ხელს უწყობს გონებრივი და ფიზიკური სამუშაოს შესრულების პროცესს. წარმოუდგენელია, მაგრამ ასევე კარგია წონის დასაკლებად. ერთი სიტყვით, ჯანმრთელობის ელექსირია! საჭირო ინგრედიენტები: ჯანჯაფილის ფესვი (კოჭა) – 120 გრ. საშუალო ზომის ლიმონი – 4 ც, თაფლი – 150 მლ. მომზადების წესი: გაასუფთავეთ ჯანჯაფილი კანისგან, შემდეგ კი გახეხეთ. მიღებული მასა თასში გადაიღეთ. ლიმონი გაფცქვენით, დაჭერით კუბიკებად და ჯანჯაფილთან ერთად მოათავსეთ ორივე პროდუქტი ერთად დააბლენდერეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ყველაფერი თანაბრად შეერიოს ერთმანეთს. შემდეგ ჩაასხით თაფლი. შეგიძლიათ რეცეპტში მითითებულ ოდენობაზე ცოტა მეტიც კი დაუმატოთ, ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. კარგად აურიეთ, მიღებული მასა გადმოიღეთ ქილაში და შეინახეთ მაცივარში. მიქსტურა მზადაა! ამ ნატურალური წამლის მიღება შეგიძლიათ დღეში ერთხელ 1 ს.კ. შედეგი მალევე შესამჩნევი იქნება. ის არსებითად გააძლიერებს თქვენს ჯანმრთელობას და ძალას მოგცემთ ებრძოლოთ გაციებასა და სხვადასხვა სახის ვირუსულ ინფექციებს. ასევე, შეგიძლიათ ჩაიშიც დაამატოთ – ის უფრო არომატული გახდება. ასევე დაგაინტერესებთ: 9 სამკურნალო სასმელი გაციების წინააღმდეგ, რომელიც თქვენს იმუნიტეტს საგრძნობლად გააძლიერებს იმუნური სისტემის გაძლიერების 10 უტყუარი საშუალება შემოდგომის სეზონზე ჯანჯაფილის ძალა – 4 სამკურნალო სასმელი, რომელიც ორგანიზმში ანთებას აქრობს და ვირუსებს ანადგურებს ნივრის ლიქიორი – კურნავს 100 დაავადებას! ცნობილი ამერიკელი ექიმი გვიყვება ბუნებრივი ანტიბიოტიკის შესახებ, რომელიც ყველა ინფექციას ანადგურებს ორგანიზმში რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად ერთი თვის მანძილზე ჯანჯაფილს მიიღებთ ყველაზე ჯანსაღი პროდუქტი მსოფლიოში – ეს ბევრმა არ იცის! 811 8-ს მოსწონს
|