x
image
გემი დალანდი
12 შესანიშნავი ფილმი, რომელთაც ოსკარი უკვე ,,ჯიბეში აქვთ"
2018 წელს ბევრი კარგი ფილმის პრემიერა შედგა, მათგან რამდენიმემ ნამდვილად დაიპყრო მაყურებელთა და რაც მთავარია კრიტიკოსთა გულები. წარმოგიდგენთ იმ ფილმებს, რომლებიც სრულიად შესაძლებელია ოსკაროსანი ფილმების სიაში მოხვდნენ სულ მალე:


1. Vox Lux

imageფილმის მთავარი გმირი საყოველთაოდ ცნობილი მომღერალია ფსიქოლოგიური ტრავმების მთელი“ბარგით". სელესტა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა, როცა თანაკლასელის მიერ ატეხილ სროლაში მოყვა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა. ფილმი პოპ-კულტურასა და ძალადობაზეა, რომლებიც 21-ე საუკუნეში ფეხდაფეხ მიაბიჯებენ. მთავარ როლს ნატალი პორტმანი ასრულებს, მეორეხარისხოვან როლში კი ჯუდ ლოუს იხილავთ.

IMDb — 6, 3



2.Ben Is Back

imageბენი-ნამდვილი პრობლემაა.შობის წინა ღამეს ის სარეაბილიტაციო ცენტრიდან გაიქცევა და დედას ეწვევა, რომელიც მალე ხვდება, რომ ბენი არ შეცვლილა და მისგან ახალი პრობლემების გარდა არაფერს უნდა ელოდოს. რამდენად შორს შეტოპვა შეუძლია ქალს, რომ შვილი იხსნას? ჯულია რობერტსის და ლუკას ჰეჯისის წყვილი მაყურებელს ნამდვილ დრამას ჰპირდება.

IMDb — 6, 8


3.Eighth Grade

imageამ ულტრათანამედროვე ფილმში, რომელიც აღზრდის სირთულეებზეა, ჩვეულებრივი მერვეკლასელი მოზარდი გოგონას პრობლემებზეა მოთხრობილი. კეილი მორიდებული გოგონაა.იმისთვის, რომ შიშები დაკომპლექსები დაძლიოს, ის ვიდეობლოგს აწარმოებს, თემებით- თვითშეფასება და საკუთარი თავის სიყვარული. როგორც ბევრ სხვას, გარდატეხის ასაკი მასაც რთული აქვს. ფილმი, რომელიც ნამდვილად მონახავს გზას მაყურებელთა გულებისკენ. ამ ფილმს ნამდვილად აქვს შანსი, რომ ორიგინალური სცენარის ნომინაციაში გაიმარჯვოს.

IMDb — 7, 6


4.Destroyer

imageერინი დამნაშავეთა დაჯგუფებაში შეაღწევს.ამ რთული სამსახურის დროს მას თავისი კოლეგა შეუყვარდება, თუმცა სპეცოპერაცია გეგმის მიხედვით აღარ ჩაივლის და ტრაგედია დატრიალდება. ერინი თავის თავში ძალას პოულობს, რომ შური იძიოს, მისი შეჩერება ადვილი არაა. ამ როლისთვის ნიკოლ კიდმანი ისე გარდაისახა, რომ მას ვერ იცნობთ.ნამდვილად იმსახურებს ოსკარს ნომინაციაში “ქალის საუკეთესო როლი".

IMDb — 6, 6


5.Beautiful Boy

imageდევიდი ვერაფრით ხვდება, მისი ვაჟი საყვარელი და ჭკვიანი ბიჭუნადან როგო იქცა ნარკომანად.ბიჭი ხომ უზრუნველყოფილ, მოსიყვარულე ოჯახში იზრდებოდა და კარგადაც სწავლობდა. რა გამოეპარათ მშობლებს, როდის გადაუხვია მათმა შვილმა გზიდან?

IMDb — 7, 3


6. Can You Ever Forgive Me?

imageკომედიური დრამა მელისა მაკარტის მონაწილეობით. დაფუძნებულია რეალურ ამბავზე და მოგვითხრობს მწერალ-ავანტურისტი ქალის ამბავს, რომელიც მწერლების წერილებს აყალბებს.ცოცხალი დიალოგები, საინტერესო იასტორია და გამოკვეთილი პერსონაჟები.

IMDb — 7, 6


7.The Mule

imageერლი 87 წლისაა. ცოლთან ვეღარ რიგდება, შვილებს დაავიწყდათ, მისი ბიზნესი კი ცუდ დღეშია. სწორედ ამ დროს იოლ სამსახურს სთავაზობენ: გადაიტანოს ტვირთი ა პუნქტიდან ბ პუნქტში. ერლი მალე ხვდება, რომ ნარკოკარტელთანაა დაკავშირებული. კლინტ ისტვუდის ბრწყინვალე როლი და რეჟისორული ნამუშევარი. ფილმი შესაძლოა რამდენიმე ნომინაციაში იქნას წარდგენილი.

IMDb — 7, 3


8.If Beale Street Could Talk

imageფილმის ცენტრში აფროამერიკული წარმოშობის ახლგაზრდა გოგონაა, რომელიც თავისი საქმროსგან ბავშვს ელოდება.მათი ბედნიერებას საფრთხე ემუქრება, როცა საქმროს ძალადობაში დასდებენ ბრალს. ქალს არ უნდა იმის დაჯერება, რომ მისი საყვარელი მამაკაცი ამას ჩაიდენდა და ცდილობს მისი უდანაშაულობა დაამტკიცოს.დრამა რასიზმის თემაზე.

IMDb — 7, 1


9.The Miseducation of Cameron Post

imageსკოლის დამთავრების შემდეგ კემერონს მისი ბიძა ლესბოსური გადახრების სამკურნალოდ გზავნის იძულებით.არაბანალური ფილმი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს “საუკეთესოდ ადაპტირებული სცენარის" ნომინაციაში მოხვედრას.

IMDb — 6, 8


10.Widows

imageბედნიერი და გათხოვილი ქალები ერთ ღამეში დაქვრივდნენ: მათი ქმრები ძარცვის დროს დაიღუპნენ. ახლა ქალებს თავად მოუწევთ მათი ქმრების ზოგიერთ ნაბიჯზე პასუხის გება და საქმის დამთავრება. კრიმინალური დრამა ფემინიზმის სულით.

IMDb — 7, 4


11.Roma

imageშესანიშნავი შავ-თეთრი კინო დიდ მექსიკურ ოჯახზე. ისტორიას მრავალრიცხოვანი ოჯახის მოახლე გვიამბობს. ფილმში ადამიანების ბედი ისტორიული მოვლენების ფონზე ვითარდება. ნომინაციას “საუკეთესო რეჟისურა" ნამდვილად იმსახურებს ეს ფილმი.

IMDb — 8, 6



12.First Reformed

imageპასტორ ტოლერს ცუდი პერიოდი აქვს ცხოვრებაში: მისი ვაჟი დაიღუპა, ცოლს გაშორდა. მთავარ გმირს კიდევ მოელის სხვა განსაცდელის გადატანა, როცა ქალი, მისი მრევლიდან, სთხოვს, რომ მის ქმარს დაელაპარაკოს. ამ საუბრის შემდეგ ქალის მეუღლე თავს იკლავს, მოძღვარი კი ფიქრებში გამუდმებით იმ საუბარს უბრუნდება, რომელიც აწ გარდაცვლილთან ჰქონდა. ძლიერი დრამა ითენ ჰოუკისა და ამანდა სეიფრიდის მონაწილეობით.

IMDb — 7, 1


0
260
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0