ქალი და მამაკაცი ცნობილები, რომლებმაც ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნეს (ნაწილი მეოთხე) 2018, 29 დეკემბერი, 17:16 უაღრესად გადატვირთული რეჟიმის გამო, ჰოლივუდის ვარსკვლავები ხუმრობენ, რომ პაემნებისთვის დრო არ რჩებათ. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი კინო-პარტნიორის შეყვარებაა. სიყვარული ხომ ყველას უნდა? ჰოდა, ახლა რამდენიმე ასეთ წყვილს გაგაცნობთ, რომელთა შორის პირველი სასიყვარულო ნაპერწკალი სწორედ მუშაობის დროს გაჩნდა. ჯენიფერ ლოურენსი და ნიკოლას ჰოულტი ჯენი ლოუ და ნიკოლას ჰოულტი ერთმანეთს მაშინ გადაეყარნენ, როცა მათ ფილმში „იქს ადამიანები - პირველი კლასი“ იღებდნენ 2010 წელს. ისინი 2014 წელს გაიყარნენ, მაგრამ ეკრანზე ერთად კვლავ გამოჩნდნენ 2016 წელს სურათში „იქს ადამიანები - აპოკალიფსი“. უილ სმიტი და ჯადა პინკეტ სმიტი უილი ჯადას მაშინ შეხვდა, როცა ეს ქალბატონი ფილმზე „Fresh Prince of Bel- Air” სინჯებს გადიოდა 1994 წელს. მართალია, მან როლი ვერ მიიღო, მაგრამ სამაგიეროდ ბრწყინვალე პრინცი სიცოცხლეში იპოვა - ისინი 1997 წელს შეუღლდნენ. კრისტენ სტიუარტი და რობერტ პატინსონი ამ ბრჭყვიანა ვამპირებმა ერთურთი 2008 წელს, ფილმის „ბინდი“ გადაღებისას გაიცნეს. ისინი რომანს საიდუმლოდ ინახავდნენ 2012 წლამდე, როცა პაპარაცებმა კრისტენ სტიუარტი სხვა კაცთან ერთად დააფიქსირეს. მათ ურთიერთობა 2013 წელს დაასრულეს, მაგრამ ბელა და ედვარდი მუდამ ერთად იქნებიან. ალისია ვიკანდერი და მაიკლ ფაბინდერი ალისიამ და მაიკლმა შეხვედრები მას მერე დაიწყეს, რაც ისინი ერთად გადაიღეს ფილმში „სხივი ოკეანეებს შორის“ 2014 წელს. სიყვარულს დღემდე ასაიდუმლოებენ, მაგრამ კიდევ იხილავთ ეკრანზე, თუ როგორ გამოუტყდებიან ერთმანეთს გრძნობებში. მაილი საირუსი და ლაიამ ჰემსუორთი ეს წყვილი წარამარა სცილდება და რიგდება. ისინი „უკანასკნელი სიმღერის“ ნიკოლას სპარკსისეული ეკრანიზაციისას შეხვდნენ ერთმანეთს 2009 წელს. წყვილი 2013 წელს დაშორდა, თუმცა 2016 წელს შერიგდა. 135 შეფასება არ არის
|