ქალი და მამაკაცი ცნობილები, რომლებმაც ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნეს (ნაწილი მესამე) 2018, 29 დეკემბერი, 13:28 უაღრესად გადატვირთული რეჟიმის გამო, ჰოლივუდის ვარსკვლავები ხუმრობენ, რომ პაემნებისთვის დრო არ რჩებათ. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი კინო-პარტნიორის შეყვარებაა. სიყვარული ხომ ყველას უნდა? ჰოდა, ახლა რამდენიმე ასეთ წყვილს გაგაცნობთ, რომელთა შორის პირველი სასიყვარულო ნაპერწკალი სწორედ მუშაობის დროს გაჩნდა.
![]() ![]() ![]() ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ თერუ ჯენიფერმა თავისი მომავალი ქმარი ჯასტინ თერუ ფილმის „მოგზაურობის წყურვილი“ გადაღების დროს, 2011 წელს, გაიცნო. მათ თავიანთ სახლში, სავსებით გასაიდუმლოებულ ცერემონიალზე, 2015 წელს იქორწინეს. ![]() ჰოლი ბერი და ოლივიე მარტინესი ჰოლი და ოლივიე 2010 წელს შეხვდნენ ერთმანეთს საეჭვო რეპუტაციის მქონე ფილმის „ზვიგენთა მომთვინიერებელი“ გადაღების დროს. მათ 2013 წელს იქორწინეს, დაშორება კი 2015 წელს გაასაჯაროეს. ![]() 95 შეფასება არ არის
|