x
ცნობილები, რომლებმაც ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნეს (ნაწილი მესამე)
უაღრესად გადატვირთული რეჟიმის გამო, ჰოლივუდის ვარსკვლავები ხუმრობენ, რომ პაემნებისთვის დრო არ რჩებათ. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი კინო-პარტნიორის შეყვარებაა. სიყვარული ხომ ყველას უნდა? ჰოდა, ახლა რამდენიმე ასეთ წყვილს გაგაცნობთ, რომელთა შორის პირველი სასიყვარულო ნაპერწკალი სწორედ მუშაობის დროს გაჩნდა.

image

ჯონი დეპი და ვაინონა რაიდერი

ჯონი და ვაინონა 1990 წელს გადაღებული ფილმის „ედვარდ მაკრატელხელება“ დროს დაწყვილდნენ. ეს წელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ჯონიმ საქმიანი ურთიერთობა დაიწყო ტიმ ბარტონთან. თუმცა, ეს წყვილიც 1992 წელს დაიშალა, მაგრამ მათ დავიწყება არ ემუქრებათ ჯონის ტატუს წყალობით, რომელზეც „winona forever” (მუდამ ვაინონა) იყო ამოტვიფრული, ახლა კი მხოლოდ „wino forever“ აწერია.


image

ხავიერ ბარდემი და პენელოპე კრუსი

მიუხედავად იმისა, რომ ხავიერმა და პენელონემ ერთმანეთი 1992 წელს, კომედიაში „ლორი, ლორი“ გაიცნეს, მათ შორის გრძნობის ცეცხლი 2007 წლამდე არ დანთებულა, როცა ვუდი ალენის ფილმში „ვიკი, კრისტინა, ბარსელონა“ კვლავ ერთად ითამაშეს. ისინი 2010 წელს დაქორწინდნენ და ორი შვილი ჰყავთ.

image


ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ თერუ

ჯენიფერმა თავისი მომავალი ქმარი ჯასტინ თერუ ფილმის „მოგზაურობის წყურვილი“ გადაღების დროს, 2011 წელს, გაიცნო. მათ თავიანთ სახლში, სავსებით გასაიდუმლოებულ ცერემონიალზე, 2015 წელს იქორწინეს.

image

ჰოლი ბერი და ოლივიე მარტინესი

ჰოლი და ოლივიე 2010 წელს შეხვდნენ ერთმანეთს საეჭვო რეპუტაციის მქონე ფილმის „ზვიგენთა მომთვინიერებელი“ გადაღების დროს. მათ 2013 წელს იქორწინეს, დაშორება კი 2015 წელს გაასაჯაროეს.

image

რეიჩელ მაკადამსი და რაიან გოსლინგი

„უბის წიგნაკის“ ჯადოსნური ძალა რეალობად იქცა მაშინ, როცა ამ ორმა ადამიანმა 2005 წელს შეხვედრები დაიწყო. ისინი 2008 წელს დასცილდნენ. თუმცა, ისტორიას დარჩება მათი საუკეთესო კოცნა აღნიშნულ ფილმში, რომელიც “MTV Movie Award”-ს (MTV-ს ფილმების დაჯილდოებას) ყურადღების მიღმა არ დარჩენია.

0
95
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ლომაძე
მაკა ლომაძე
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0