x
ცნობილები, რომლებმაც ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნეს
უაღრესად გადატვირთული რეჟიმის გამო, ჰოლივუდის ვარსკვლავები ხუმრობენ, რომ პაემნებისთვის დრო არ რჩებათ. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი კინო-პარტნიორის შეყვარებაა. სიყვარული ხომ ყველას უნდა? ხოდა, ახლა რამდენიმე ასეთ წყვილს გაგაცნობთ, რომელთა შორის პირველი სასიყვარულო ნაპერწკალი სწორედ მუშაობის დროს გაჩნდა.

ბრედი და გვინეტი

ბრედ პიტი და გვინეტ პელტროუ

მას მერე, რაც ერთმანეთი „შვიდი“-ს გადაღებისას გაიცნეს, ბრედი და გვინეტი რამდენიმე წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს და დაინიშნენ კიდეც. მაგრამ 1997 წელს ნიშნობა გააუქმეს, რადგან გვინეტი მზად არ აღმოჩნდა. ნახევრად იუმორით, მათ ზედმეტად ერთნაირი თმის ვარცხნილობები ჰქონდათ იმისათვის, რომ კავშირი შეენარჩუნებინათ.


ანჯელინა და ბილი ბობი

ანჯელინა ჯოლი და ბილი ბობ თორნტონი

ეს ორი ერთმანეთს 1999 წელს გამოსული ფილმის „ფრენების მართვა“ გადასაღებ მოედანზე შეხვდა. თუმცა, მათი შეხვედრები 2000 წლამდე არ დაწყებულა. ორი თვის თავზე, დაქორწინდნენ კიდეც და უკვე 2003 წელს, დასცილდნენ წითელი ხალიჩისთვის დამახასიათებელი ანცობების შედეგად. მოგვიანებით, ანჯელინამ ბილი ბობის სახელიანი დრაკონის ტატუ შვილების დაბადების ადგილების გრძედებითა და განედებით დაფარა.

ბრედი და ანჯელინა

ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი

„ბრანჯელინა“-ს მეწყვილეები „მისტერ და მისის სმიტები“-ს გადაღებისას, 2004 წელს შეხვდნენ ერთმანეთს. თუმცა, მაშინ ბრედი ჯერ კიდევ ჯენიფერ ენისტონზე იყო დაქორწინებული. მას მერე, რაც 2005 წელს ბრედმა და ჯენმა საბოლოო წერტილი დაუსვეს ურთიერთობას, ბრედმა ანჯელინას შვილები იშვილა. ისინი 2014 წელს დაქორწინდნენ. თუმცა, უკვე 2016 წელს, ანჯელინამ სარჩელი შეიტანა განქორწინებაზე.

ბენი და ჯენიფერი

ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი

„ბენიფერი“ -ს წყვილი ფილმის „ჯილი“ გადაღებისას, 2002 წელს შესდგა. სურათმა სრული კრახი განიცადა. მათ 2004 წელს ნიშნობა ჩაშალეს, თუმცა, ისტორიას შემორჩა ვიდეო „Jenny from the Block”.

image

ნატალი პორტმანი და ბენჯამენ მილპიე

ბენჯამენი გახმაურებული „შავი გედის“ ქორეოგრაფად მუშაობდა. ამ ფილმში ნატალიმ შეასრულა ნერვული აშლილობის ზღვარზე მყოფი ბალერინას როლი (გაწეულ შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია - ოსკარი მიიღო). მათ 2011 წელს ვაჟი შეეძინათ და 2012 წელს იქორწინეს.

0
98
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ლომაძე
მაკა ლომაძე
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0