სხვა 9 დაუჯერებელი ფაქტი ძველ ეგვიპტეზე 2018, 26 დეკემბერი, 1:08 დღესდღეობით ყოველი ადამიანი ფიქრობს, რომ სრულიად განსხვავდება ძველი ხალხისგან, მათი უცნაური ტრადიციებიდან გამომდინარე, თუმცა არქეოლოგია გვიჩვენებს, რომ ჩვენი ვარაუდი არასწორია. გაეცანით საინტერესო ფაქტებს უძველესი ეგვიპტელების ცხოვრებიდან. 1) არქეოლოგებმა უძველეს სამარხში ლითონის მძივები აღმოაჩინეს. ეს მძივები უნიკალური იყო, რადგან ეგვიპტელებმა რკინის დადნობა დაიწყეს 2000 წლის წინათ. ასე რომ, როგორ მიიღეს ლითონის მძივები? პასუხი იეროგლიფში იმალება, რაც ნიშნავს რკინას და შეიძლება ითარგმნოს როგორც "ცის მეტალი". მძივები ალბათ დამზადებულია მეტეორის ნაწილებისგან. 2) არსებობს რამდენიმე მტკიცებულება, რომ ეგვიპტელები ქრისტეშობამდე 5000 წლით ადრე კბილის პასტას აწარმოებდნენ. ისინი იყენებდნენ ფხვნილს, რომელიც მათთვის ხელმისაწვდომი სხვადასხვა ინგრედიენტებისგან შედგებოდა (დამწვარი კვერცხები და ა. შ). 3) ანტიბიოტიკები მე-20 საუკუნეში გამოიგონეს. თუმცა, ძველ ეგვიპტეში ინფექციურ დაავადებებს დაობებული პურით მკურნალობდნენ. სწორედ დაძველებული პურის ლურჯი ქსოვილები გამოიყენეს ანტიბიოტიკი პენიცილინის შექმნისას. ამიტომ, უნდა ჩაითვალოს, რომ სწორედ ეგვიპტელებმა გამოიყენეს ანტიბიოტიკი თერაპიული მიზნებისათვის. 4) პირველი პოლიცია ეგვიპტეში ქრისტეშობამდე 2050-1800 წლებში შეიქმნა. მათ შემადგენლობაში ასევე იყვნენ ძაღლები და მაიმუნები. 5)ეგვიპტეში პირამიდის მშენებელ მუშებს დღეში 4-5 ლიტრ ლუდს აძლევდნენ გასამრჯელოდ.აქედან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სწორედ ეგვიპტეა სადაც ლუდის წარმოება იღებს სათავეს. 6) უძველეს ეგვიპტელებს გააჩნიათ ზუსტი და უნიკალური სამკურნალო ცოდნა, რასაც ვერ გავაიგივებთ თანამედროვე მედიცინასთან. მეცნიერებმა, რომლებმაც ჩაატარეს ოპერაციები მუმიებზე, აღმოაჩინეს ზოგიერთი რთული ოპერაციის კვალი: გულის შემოვლითი ოპერაციები, ორგანოების გადანერგვა და პლასტიკური ოპერაციები. სამწუხაროდ, მათი ცოდნა დაიკარგა და ვერ ვიტყვით, რომ დღვანდელი ექიმები შეძლებენ ახლაც იგივე რთული ოპერაციების ჩატარებას. 7)ეგვიპტური კარის საკეტი მარტივი მექანიზმით 8) კაიროს მახლობლად მდებარე ერთ უძველეს დასახლებაში, მოჩუქურთმებული ბილიკები და სხვადასხვა ზომის ბურთულები აღმოაჩინეს, რაც ბოულინგის თამაშის არსებობაზე მიგვანიშნებს. 9) თვალის ინფექცია იყო გავრცელებული დაავადება ეგვიპტელებში. ისინი იყენებდნენ სხვადასხვა (და ზოგჯერ უცნაურ) მკურნალობის მეთოდებს: ზოგჯერ იყენებდნენ ბაქტერიოციდულ საღებავს და ადამიანის ტვინს აი, როგორ გამოიყურებოდა ერთ-ერთი რეცეპტი: "ადამიანის ტვინის ორ ნაწილად გაყოფა, პირველ ნახევარში თაფლის შერევა და საღამოს თვალებში ამოსმა, მეორე მშრალი ნახევრის კი დილით გამოყენება." 711 2-ს მოსწონს
|