უცხოური პრესა აშშ-ში საეჭვო ამანათების გამგზავნს 58 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება 2018, 27 ოქტომბერი, 1:03
ამის შესახენ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, ჯეფ სეშნსმა განაცხადა. „დღეს მას ბრალი ხუთი დანაშაულისთვის წავუყენეთ, მათ შორის შტატებს შორის ასაფეთქებელი მოწყობილობების გადატანისთვისაც“, - თქვა პრესკონფერენციაზე ქვეყნის მთავარმა პროკურორმა. დაკავებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ის მთლიანობაში 12 საეჭვო ამანათის გაგზავნაშია ეჭვმიტანილი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში არაერთმა ცნობილმა ადამიანმა მიიღო. დღეს გახდა ცნობილი, რომ აშშ-ში პოლიტიკოსებისთვის გაგზავნილი ბომბები ინტერნეტში გავრცელებული ინსტრუქციით გააკეთეს. პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში სახიფათო ამანათების სერიულ დაგზავნასთან დაკავშირებით თეთრ სახლში ბრიფინგი გამართა და განმარტა, რომ ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობდა. 46 1-ს მოსწონს |
.......... ❥❥❥ ❥❥ ❥❥❥ www.CashPay40.Com