x
image
დოზა26
აშშ-ში, პიტსბურგის სინაგოგაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა

image
ამერიკის შეერთებულ შტატებში, პენსილვანიის ქალაქ პიტსბურგის სინაგოგაში საგანგებო ვითარებაა.image

როგორც პოლიცია განმარტავს, სინაგოგაში შეიარაღებული პირი არის. ადგილობრივი მედიასაშუალება KDKA იტყობინება, რომ დაღუპულია სულ მცირე ოთხი ადამიანი. გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურ პირებს ჯერ არ დაუდასტურებიათ.image

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელსა და პოლიციას შორის ორმხრივი სროლაც იყო. სავარაუდოდ, დაჭრილია ორი პოლიციელი. მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები მუშაობენ.imageimage

0
28
1-ს მოსწონს
ავტორი:დოზა26
დოზა26
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0