
ადამიანი, რომელმაც პიტსბურგის სინაგოგაში ცეცხლი გახსნა აყვანილია. ინფორმაციას KDKA ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაჭრილია. 8 დაღუპული და 12 დაჭრილი, აქედან 3 პოლიციელია. ბოლო მონაცემებით, ასეთია პიტსბურგის სინაგოგაზე თავდასხმის შედეგები.

პიტსბურგის პოლიცია დაღუპულთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი 46 წლის კაცია.

თავდამსხმელი პენსილვანიის ქალაქ პიტსბურგის სინაგოგაში თბილისის დროით 18:00შეიჭრა. თავდასხმის კონკრეტული მოტივი ჯერ უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელმა დანაშაული რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე ჩაიდინა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობას განაგრძობს.
