უცხოური პრესა აშშ-ში საეჭვო ამანათების გამგზავნი დააკავეს 2018, 26 ოქტომბერი, 22:53
მომხდარს გამოეხმაურა მსახიობი რობერტ დე ნირო და სამართალდამცველებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობა ჭკვიან დაცვის თანამშრომლებს, ასევე სამართალდამცველებს იმისათვის, რომ ჩვენი დაცვა შეძლეს. არის ბომბზე უფრო ძლიერი რამ. ეს თქვენი ხმებია. ამიტომ, თქვენი არჩევანი უნდა გააკეთოთ“, - განაცხადა მსახიობმა, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მწვავე კრიტიკით გამოირჩევა. დღეს გახდა ცნობილი, რომ აშშ-ში პოლიტიკოსებისთვის გაგზავნილი ბომბები ინტერნეტში გავრცელებული ინსტრუქციით გააკეთეს. პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში სახიფათო ამანათების სერიულ დაგზავნასთან დაკავშირებით თეთრ სახლში ბრიფინგი გამართა და განმარტა, რომ ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობდა. 24 ოქტომბერს უცნობმა პირებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები გააგზავნეს კლინტონების სახლში, CNN-ის ოფისში, ბარაკ ობამას ოფისში, თეთრ სახლსა და ნიუ-იორკის მერთან. მომდევნო დღეს საეჭვო ამანათი მსახიობ რობერტ დე ნიროს რესტორანშიც მიიღეს. 46 1-ს მოსწონს
|