სისხლის სამართალი
მიხეილ კალანდია მთავარ პროკურატურაში იმყოფება
2018, 24 დეკემბერი, 21:09
![მიხეილ კალანდია მთავარ
პროკურატურაში იმყოფება image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201812/2018122421044485522.jpg)
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
ტრაგედიის ერთ-ერთი ფიგურანტი მიხეილ კალანდია მთავარ პროკურატურაში
იმყოფება.
ამის შესახებ ინფორმაციას 1Tv ავრცელებს.
მიხეილ კალანდია პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა.
მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში, ბოლო რამდენიმე დღეში 11 არასრულწლოვანი გამოიკითხა.