x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138466
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512088
ნიუ-იორკელი ფოტოგრაფი 9 წელი სამსახურში მიმავალ ადამიანებს სურათებს უღებდა და ეს კადრები ბევრ რამეზე თვალს აგიხელთ
image

ფოტოგრაფი პიტერ ფანჩი (Peter Funch) 9 წლის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას, ერთსა და იმავე დროს სურათებს იღებდა. მოგვიანებით მან შეამჩნია, რომ კადრში ერთი და იგივე ადამიანები ხვდებოდნენ და ზუსტად ისე გამოიყურებოდნენ, როგორც წინა სურათებში. ასე დაიბადა ფოტო პროექტი „42-ე და ვანდერბილტის ავენიუს კუთხეში“.

გიზიარებთ სურათების სერიას, რომლებიც მცირე დეჟავიუს შთაბეჭდილებას ტოვებს.

image


ეს სურათები ნიო-იორკში 2007-2016 წლებში 8:30 და 9:30 საათებში იყო გადაღებული. ყოველდღიური სურათების რედაქტირებისას ფოტოგრაფმა შენიშნა, რომ კადრში მოხვედრილი ადამიანები წლების განმავლობაში ერთსა და იმავე საქციელს ჩადიოდნენ.

ქუჩის ფოტოგრაფია არაპროგნოზირებადი და სიურპრიზებით სავსე არის. შეიძლება ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ დღიდან დღემდე, წლიდან წლამდე ერთსა და იმავე საქმეს ვაკეთებთ, ერთსა და იმავე მივირთმევთ, ყავას ერთსა და იმავე მაღაზიაში ვყიდულობთ, იმავე სტილის და ფერის ტანსაცმელს ვიცვამთ.

image

ვინ არიან ეს ადამიანები? ისინი მოწყენილები არიან? ისინი ბედნიერები არიან? ისინი უბრალოდ ხმაურიან ქუჩაში მიმავალი ადამიანები არიან, ისეთები, როგორიც ჩვენ.

image

უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც დილით საკუთარ საქმეებზე მიიჩქარიან და სამუშაო განწყობაზე არიან. ყოველდღიურად ისინი ერთნაირად გამოიყურებიან. ეს გარკვეული ჩარჩო თუ ტრადიციის მიმართ ერთგულება არის? თითოეული თავად ირჩევს.

image

შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ სურათებს შორის სხვაობა მხოლოდ რამდენიმე წუთია. თუმცა ასე არ არის. თქვენს გარდერობში ბევრი ერთნაირი ტანსაცმელი არის?

image

ფოტოგრაფი აღნიშნავს, რომ ბევრ ადამიანს დილით ერთი და იგივე სახის გამომეტყველება აქვს. ერთი და იგივე სათვალე, რომელიც ჯიბეში ერთნაირად უდევთ.

image

როგორც ჩანს, ფოტოგრაფმა ათასობით სურათი დაათვალიერა, რომ ასე ერთმანეთის მსგავსი კადრები შეერჩია.

image

შეგვიძლია ვითამაშოთ კიდეც. როგორ ფიქრობთ, ვინ არის ეს მამაკაცი და რას საქმიანობს?

image

და ეს ლამაზი გოგონა - სტუდენტი თუ მასწავლებელი? ვინც არ უნდა იყოს, ის წარმოუდგენლად ბედნიერია.

image

ბოლოს და ბოლოს გარდერობი ყველა ადამიანის პირადი საქმეა. გახსოვდეთ, რომ კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ადამიანი, სტივ ჯობსი წლების განმავლობაში ერთსა და იმავე შავ სვიტერს, ჯინსებს და ბოტასებს იცვამდა და ამას ხელი არ შეუშლია, რომ ყოფილიყო ის, ვინც იყო. ჩვენ ამ ადამიანებს არ ვიცნობთ და, შესაძლოა, სტივის მსგავსად, მათაც წვრილმანებზე დროის დახარჯვა არ სურთ.

image

თქვენ რას ფიქრობთ ამ ფოტო პროექტზე? თქვენი აზრები კომენტარებში გაგვიზიარეთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. სახეზე მშვენიერი, მაგრამ საშინელი ხასიათით: ჰოლივუდის ცნობილი ჭირვეულები

2. როგორ გამოიყურებოდნენ ყველაზე დიდებული ქალები ფოტოშოპის, სილიკონის და პლასტიკური ქირურგიის გარეშე

3. 2019 წლის 14 ყველაზე მოსალოდნელი და გახმაურებული ფილმების პრემიერა, რომელთა გამოტოვების უფლება არ გაქვთ

4. 22 მსახიობი, რომლებმაც სოციალურ ქსელებს ბოიკოტი გამოუცხადეს

5. 10 ფსიქოლოგიური ფილმი, სადაც ჩაკეტილ სივრცეში ნამდვილი საშინელება ხდება

6. რა ღირს ემილია კლარკი? „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავის წმინდა შემოსავალი 2018 წელს

7. ოდრი ჰეპბერნის სიტყვები, რომლებიც ყველა ქალმა უნდა მოისმინოს

8. ტოპ 6 კორეული რომანტიული ფილმი

9. 10 საუკეთესო რომანტიკული ფილმი კინოს ისტორიაში

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

2
4196
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
4196
  
2018, 26 დეკემბერი, 11:46
კარგი სტატიაა. უბრალოდ, ერთ შესწორებას შევიტან. ყოველი წინანდადებას ასე ნუ ამთავრებთ ,"არის?" ცუდად იკითხება. "თქვენს გარდერობში ბევრი ერთნაირი ტანსაცმელია ?" - ასე უკეთესი იქნებოდა. ქართული ენა გვაძლევს საშუალებას ზედმეტი სიტყვები აღარ გამოვიყენოთ. წარმატება თქვენ !
2018, 25 დეკემბერი, 1:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2