x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
რაზე იკამათეს მაია ორჯონიკიძემ და თამარ ჟვანიამ დელისზე მაღაზიაში?
image


მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დელისზე ცესკო-ს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას ერთერთ მაღაზიაში შემთხვევით შეხვდა და არჩევნების გაყალბების თემაზე ეკამათა.


„დღეს გვიან საღამოს მეტრო დელისთან მიმდებარე მაღაზიაში შევედი, მდოგვის საყიდლად. მაღაზია გაჩახჩახებული და ცარიელი იყო, მხოლოდ ერთი მყიდველის სილუეტი გამოკრთა და სანამ ჩემი ხედვის ფოკუსში მოექცეოდა, გვერდითა მზერით დავინახე რომ წამში ძეხვეულის ვიტრინისკენ შეტრიალდა.


პროფესიონალის თვალით (მხატვრისთვის ჩვეულებრივი უნარი) სილუეტითა და თითქმის ბოლომდე მიტრიალებული სახით ვიცანი, თუმცა რეალში პირველად ვხედავდი. კარგად დავაკვირდი-კი, ნამდვილად ისაა: ჩემგან ორიოდე მეტრის მოშორებით საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი გამყალბებელი-თამარ ჟვანია იდგა.



მივხვდი, რომ დამინახა, მიცნო და შეტრიალდა, თუმცა რეალში არც მას ვუნახივარ ოდესმე. წამით მოლარისკენ მივტრიალდი, მდოგვი მომეცით-თქო და ხურდა ფულის ამოღება დავიწყე. მეორეჯერ რომ მოვტრიალდი, თამარ ჟვანია ისევ თითქმის ზურგშექცევით იდგა ძეხვეულის ვიტრინის წინ-ალბათ ელოდებოდა, როდის გავიდოდი.

- გამარჯობა ქალბატონო თამარ!- ცარიელ მაღაზიაში ჩემი ისედაც ძლიერი ხმა მკაფიოდ გაისმა.

- გამარჯობა - შეცბუნებული ღიმილით მპასუხობს თამარ ჟვანია.

-ქალბატონო თამარ, მაია ორჯონიკიძე ვარ, ალბათ მიცანით.

- დიახ, დიახ - იგივე სახეზე მიყინული ღიმილით მპასუხობს ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარე.

- ქალბატონო თამარ, რატომ გააყალბეთ არჩევნები? - პირდაპირ თვალებში ვუყურებ და მზერას არ ვაცილებ.

- როგორ გეკადრებათ ქალბატონო მაია, არ გამიყალბებია!- ისეთივე დამფრთხალი ღიმილი...

- ქალბატონო თამარ, თქვენზე კარგად არავინ იცის რომ არჩევნები უსინდისოდ გაყალბდა და ეს თქვენ ჩაიდინეთ ივანიშვილის დაკვეთით! - მკაფიოდ, მშვიდად და ხმამაღლა ვპასუხობ და უკვე ზედ აღარ ვუყურებ, ხისტად ვტრიალდები-ვიხდი ფულს და თავის შეუტრიალებლად გავდივარ მაღაზიიდან.


მოლარე და ძეხვის გამყიდველი ამ მიზანსცენის მდუმარე მოწმენი იყვნენ. მერე ვფიქრობდი-რა ალბათობა არსებობდა, რომ მე ამ ქალს იმ მაღაზიაში გადავყროდი? ცხადია მიზერი, მაგრამ ფაქტია, მაინც გადავეყარე-ესე იგი ეს სწორედ ასე უნდა მომხდარიყო.


ღმერთო, რა ბედნიერებაა მშვიდი სინდისი-მერე რა რომ წლებია უმუშევარი ხარ და მაინც ზემოდან უყურებ ამ საცოდავებს- ჩემს შემთხვევაში პირდაპირი მნიშვნელობითაც, რადგან ჟვანია კისრამდეც ვერ მწვდება, “ - წერს ორჯონიკიძე.


image

2
1445
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1445
  
2018, 21 დეკემბერი, 15:31
საცოდავი სტატიაა და რა საცოდავი ხარ ორჯონიკიძე. ე.ი. სიმაღლით ჯობიხარ? მერე რა უპირატესობა მაგ არის? გულზე მოგეშვა რომ უთხარი "ყველაფერი"? რა ყველაფერი? რა ფაქტის საფუძველზე? შენი მოლანდებებით? შეიტანე საჩივარი, ან იმ უბანმა სადაც დაირღვა და კულტურულად, თანმიმდევრულად მიყევი სამართლიანობის აღდგენას. მაგ რომ მართალი იყოს და მყარი საფუძველი რომ ქონდეთ ნაცებს აქამდე ხომ გადადგამდნენ საქართველოს. სხვა რომ ვერაფერი მოიგონეს ხომ დაინახე რა გააკეთა კირკიტაძემ და სხვებმა? ამ ცირკის მასხარებმა. აფერუმ შენს ქალობას ორჯონიკიძე ეს რა გმირობა ჩაგიდენია. რამდენი ქულა ჩაიწერე ახლა ნაცების თვალში??? თუ კარგი მხატვარი ხარ შენ თვითონ გამოიმუშავებ თანხას, რასაც ვერ ვიტყვი სხვა პროფესიის ხალხზე როგორიცაა ინჟინერი, აგრონომი და ა.შ.
2018, 21 დეკემბერი, 10:29
ესე იგი, ჟვანია დაფრთხა, აკანკალდა, ხელიდან გაუვარდა პროდუქტებით სავსე კალათა ან ცელოფანი და ორჯონიკიძემ, მდოგვით ხელში, მანამდე ბურღა თვალებით, ვიდრე არ მიიღო აღიარებითი ჩვენება)))))))
0 1 2