ადმინისტრაციული
"საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს
2018, 20 დეკემბერი, 19:59
!["საქართველოს ბანკის" ფილიალი
დააყაჩაღეს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201812/2018122019564285522.jpg)
თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში "საქართველოს ბანკის" ექსპრეს-ფილიალი დააყაჩაღეს.
თავდასხმის დროს ბანკის დაცვის თანამშრომელი დაშავდა.
მას სახეზე მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.
შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
როგორც საინფორმაციო სააგენტოებს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.