ქალი და მამაკაცი ცნობილი ქართველი ქალები, რომლებიც უცხოელ მამაკაცებზე დაქორწინდნენ 2018, 17 დეკემბერი, 0:16 ცნობადი და პოპულარული ადამიანები ხშირად არამხოლოდ თავის ქვეყანაში, არამად საზღვრებს გარეთაც ხვდებიან ყურადღების ცენტრში და ხშირად იქმნება სხვადასხვა ეროვნების მქონე ადამიანების ოჯახი. თუ ევროპისა და აშშ-ში ეს უკვე აღარავის უკვირს, საქართველოში ეს არც ისე ხშირია და ამ შემთხვევაში წყვილი აქტიური განხილვის თემა ხდება.გაგაცნობთ ცნობილ ქართველ ქალბატონებს, რომლებმაც მეუღლეებად უცხოელი მამაკაცები აირჩიეს. 1. ნინო მაჩაიძე - ცნობილი ქართველი სოპრანო. ცხოვრობს მილანში. დაქორწინებულია ბარიტონ Guido Loconsolo-ზე. 2. თაკო გაჩეჩილაძე - მისი რჩეული ბულგარელი მუსიკოსი ბორისლავ მილანოვია. წყვილი ცოტა ხნის დაქორწინდა, ახლა ვენაში ცხოვრობენ და უკვე პატარას მოლოდინში არიან. 3. ნუკი კოშკელიშვილი - ის დაქორწინებულია ამერიკელ ექიმზე ბენ ჩეიმზე. ერთმანეთი ინტერნეტით გაიცნეს, მოგვიანებით ნუკი ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. წყვილს უკვე პირველი შვილიც ჰყავთ. 4. ქეთი მელუა - ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალია, რომელიც 2012 წელს ცოლად გაჰყვა ინგლისელ ყოფილ მოტომრბოლელ და ამჟამად მომღერალსა და მუსიკოს James Michael Toseland-ს. 5. ქეთა თოფურია - ქეთა თოფურია 2005 წლიდან რუსეთში მოღვაწეობს. ამიტომ ალბათ მისი უცხოელთან ქორწინებაც არავის გაკვირვებია. ქეთა ბიზნესმენ ლევ გეიხმანზე იყო დაქორწინებული მაგრამ წყვილი უკვე დაშორდა. 6. თამარ გვერდწითელი - ქართველი მომღერალი, რომელიც დიდი ხანია რუსეთში მოღვაწეობს. მას 3 ქმარი ჰყავდა, მათ შორის 2 უცხოელი. მეორე ქმარი დიმიტრი ადვოკატი იყო. გარდაიცვალა მოულოდნელად გულის შეტევით. 2001 წელს თამარი დაქორწინდა სერგეი გიორგის-ძე ამბატიელო-ზე. ის არის კარდიოქირურგი, თუმცა ისინი 2005 წელს განქორწინდნენ. 824 3-ს მოსწონს
|