კინო
უილიამ შექსპირის შესახებ ფილმი გადაიღეს(+ვიდეო)
2018, 13 დეკემბერი, 16:07
ფილმი "All Is True" შექსპირის ცხოვრების ბოლო დღეებზე მოგვითხრობს, თუ რა ხდება მაშინ, როცა ფარდა იწევა და სცენა იხურება.
მთავარ როლს კენეტ ბრანა ასრულებს, რომელიც ასევე ფილმის რეჟისორია.
შექსპირი მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ წარმომადგენლად არის მიჩნეული. მისი ყველაზე ცნობილი ტრაგედიებია: ჰამლეტი, ოტელო, მეფე ლირი, მაკბეტი და რომეო და ჯულიეტა.
ფილმის პრემიერა 2019 წელს შედგება.