შოუბიზნესი დედა-შვილმა ერთდროულად გაიმარჯვა სილამაზის კონკურსზე 2018, 12 დეკემბერი, 13:33 ![]() ოთხი შვილის დედას, ტინა უილსონს(Tina Wilson) რამდენიმე წელი დაჰყავდა უმცროსი ქალიშვილი მორგანი სილამაზის კონკურსებზე, სანამ ერთხელაც თვითონაც არ გადაწყვიტა კონკურსში მონაწილეობა. 56 წლის ქალისთვის წელს მეორე ცდა იყო, რომელიც გამარჯვებით დამთავრდა, ტინა უილსონს "მისის სამხრეთ დაკოტას" ტიტული გადაეცა. ![]() ![]() გამარჯვების შემდეგ ტინამ ვერ შეიკავა ემოციები და აღიარა, რომ საერთოდ არ ჰქონდა გამარჯვების იმედი. "სკოლის დამთავრების შემდეგ 136 კილოგრამს ვიწონიდი, რასაც ძლიერ განვიცდიდი, ეს იყო ჩემი დემონი, არ ვეწევი და არ ვსვამ და ამით თავს ვიმშვიდებდი, მაგრამ მიყვარდა ძველი, კეთილი ამერიკული ფასტფუდი: პიცა, ფუნთუშები და "მაკდონალდსი"-აღნიშნა ტინამ. 2009 წელს ქალმა ოპერაციის მეშვეობით კუჭი დაიპატარავა, ცხოვრების ჯანსაღ წესს მიჰყო ხელი და 72 კილოგრამი დაიკლო წონაში და მას შემდეგ აღარც მოუმატია. კონკურსსი მონაწილეობდნენ გოგონები და ქალები 4 წლიდან 56 წლამდე, მათ მოვალეობაში შედიოდა გასაუბრება 5 მსაჯთან, აგრეთვე დეფილე, გამოსვლა სპორტულ კოსტიუმებში და კითხვებზე პასუხის გაცემა. ![]() 53 5-ს მოსწონს
|