ქეთა თოფურიას გარშემო სკანდალი გრძელდება-გუფმა ქეთას და მისი 18 წლის საყვარლის მიმოწერა გამოაქვეყნა
სასიყვარულო სამკუთხედის:რეპერი გუფის, მისი 18 წლის საყვარლის და ექს-საყვარლის, ქეთა თოფურიას გარშემო სკანდალი არ ცხრება.
ამჯერად თვითონ რეპერმა გუფმა გადაწყვიტა სახალხოდ გამოექვეყნებინა მისი ყოფილი და ამჟამინდელი საყვარლის-ქეთა თოფურიას და იანა შევცოვას მიმოწერა.
როგორც მიმოწერიდან ირკვევა, ქეთა ცდილობს სკანდალს და უსიამოვნობას ააცილიოს პარტნიორი (და ალბათ საკუთარი თავიც), რომ ამ "გარეურთიერთობის"დეტალები ფართო საზოგადოებისთვის არ გახდეს ცნობილი.
"იანა, მე ყველაფერი შესანიშნავად ვიცი, დამიჯერე..გულწრფელად გთხოვ ნუ გაამჟღავნებ ამ ყველაფერს"
![ქეთა თოფურიას გარშემო სკანდალი
გრძელდება-გუფმა ქეთას და მისი 18 წლის
საყვარლის მიმოწერა გამოაქვეყნა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201812/201812091247336227.jpg)
თვითონ გუფის განცხადებით, ქეთასთან დაშორების მიზეზი იანა არ არის, მას ახლაც უყვარს ქეთი და სახალხოდ მიმართავს, რომ დართოს ნება თვითონ გაერკვეს ამ "პრობლემაში".
![ქეთა თოფურიას გარშემო სკანდალი
გრძელდება-გუფმა ქეთას და მისი 18 წლის
საყვარლის მიმოწერა გამოაქვეყნა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201812/201812091250576227.jpg)
18 წლის იანა შევცოვამ პრესას განუცხადა, რომ გუფისგან ფეხმძიმედ იყო და გაიკეთა აბორტი, რადგან გუფს ბავშვი არ უნდოდა, ამასთანავე იანამ ისიც დასძინა, რომ გუფს ქეთისთან ურთიერთობა მობეზრდა და ისიც, რომ 39 წლის რეპერს პატარა გოგონები მოსწონს.
შეგახსენებთ, რეპერი გუფის და
ქეთა თოფურიას დაშორების ამბავი გასული თვეში გავრცელდა.
ასევე დაგაინტერესებთ
ამჟამად ცნობილი მსახიობი იტალიაში იმყოფება, შერონი ჯუდი ლოუსთან ერთად მონაწილეობს ახალ სატელევიზიო პროექტში, თავისუფალ დროს კი თავის ახალ შეყვარებულთან ერთად ატარებს. შერონმა 41 წლის უძრავი ქონების სპეციალისტი ანჯელო ბოფა ამა წლის დასაწყისში გაიცნო და მას შემდეგ პაპარაცები სულ ერთად ხედავენ წყვილს. ორიოდე თვის წინ წყვილი მაიორკაზე ისვენებდა, ...