სხვა როდის ვკითხოთ მომავალ დამსაქმებელს ხელფასის შესახებ: 12 სასარგებლო რჩევა 2018, 8 დეკემბერი, 17:50
ხელფასის შესახებ შეკითხვა ყველაზე რთული კითხვაა, რომელიც გასაუბრების დროს გიჩნდებათ. ერთი მხრივ, დამსაქმებელთან მრავალრიცხოვან შეხვედრებზე დროის დახარჯვა არ გსურთ, თუ შრომის ანაზღაურება თქვენთვის მისაღები არაა, მეორე მხრივ, არ გსურთ რომ უტაქტო გამოჩნდეთ, რადგან ამ შემთხვევაში უფროს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნება, რომ ხელფასი ერთადერთია, რის გამოც მუშაობას აპირებთ. როგორ მივხვდეთ, რომ დროა ხელფასზე ვიკითხოთ ან ჯერ ადრეა? ამაში 12 რჩევა დაგეხმარებათ.
1.გაარკვიეთ, დამსაქმებელი თქვენით დაინტერესებული არის თუ არა თუ მიხვდებით, რომ დამსაქმებელი თქვენით ძალიან დაინტერესებული არაა, სჯობს ხელფასზე საერთოდ არ იკითხოთ. 2.მცირე კვლევა ჩაატარეთ სანამ ძალიან მაღალი ან დაბალი მოთხოვნებით ყველას უხერხულობაში ჩააგდებთ, ინტერნეტში ინფორმაცია მოიძიეთ და გაარკვიეთ, ამ თანამდებობაზე ჩვეულებრივ რამდენს უხდიან ან ამ კომპანიაში თანამშრომლებს საშუალოდ რამდენს უხდიან. ასე საკუთარ თავზე ძალიან მაღალ ან დაბალ ღირებულებას არ დააწესებთ. 3.საკუთარი გამოცდილების დონე შეაფასეთ თუ ამ სფეროში დამწყები ხართ, უმჯობესია ენას კბილი დააჭიროთ და დაელოდოთ, სანამ სამსახურს შემოგთავაზებენ. 4.უმჯობესია ხელფასზე გვიან იკითხოთ, ვიდრე ძალიან ადრე წინააღმდეგ შემთხვევაში დამსაქმებელს არასწორი შთაბეჭდილება შეექმნება. დიახ, ფული ყველასთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი თქვენი მთავარი მოტივაციის საშუალება არ უნდა იყოს. 5.საკუთარ ინტუიციას ენდეთ როცა საუბარი საჭირო რელსებზე გადავა და თქვენ ინტერვიუერთან თავს უფრო კომფორტულად იგრძნობთ, შეგიძლიათ გარისკოთ და ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კითხვა დაუსვათ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს უკეთესია, ვიდრე გასაუბრებაზე 11 საათის დახარჯვა მხოლოდ იმის გასაგებად, რომ გადაგიხდიან იმდენს, რამდენსაც ბოლოს 5 წლის წინ გიხდიდნენ. 6.დაელოდოთ მომენტს, როცა სამსახურზე თქვენს დათანხმებას შეეცდებიან ზოგჯერ ისეც ხდება, რომ პოლუსი იცვლება და ახლა თქვენ კი არ ყიდით უნარებსა და გამოცდილებას, არამედ დამსაქმებელი თქვენს მოსყიდვას ცდილობს. ეს იდეალური მომენტია იმისათვის, რომ ხელფასზე იკითხოთ. 7.კუთხეები შეარბილეთ იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ ჰკითხოთ: „რამდენი იქნება ჩემი ხელფასი?“ - კითხვა ასე დაუსვით: შეიძლება გამომუშავებულ თანხასთან დაკავშირებული საკითხი განვიხილოთ? (პაუზა) თუ ასეა, შეიძლება ამაზე ახლა ვისაუბროთ?“ ყოველ შემთხვევაში, ასე სიტუაცია უხერხული არ იქნება. 8.პირდაპირ პასუხს არ ელოდოთ მაშინაც კი, როცა გრძნობთ რომ ხელსაყრელი დრო დადგა, რომ ხელფასის საკითხი წინ წამოწიოთ, არ იფიქროთ რომ ყველაფერს გეტყვიან. ძალიან ხშირად ინტერვიუერები ამ კითხვაზე პასუხს თავს არიდებენ და ასე პასუხობენ: „ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული“. თუ ასე მოხდება არ შეგეშინდეთ, უბრალოდ დამსაქმებელს დრო სჭირდება, რომ თქვენზე უფრო მეტი გაიგოს. 9.მზად იყავით იმისთვის, რომ კითხვაზე კითხვითვე გიპასუხებენ როცა თქვენ ხელფასზე კითხვას დაუსვამთ, არსებობს ალბათობა, რომ დაინტერესდებიან, თუ ახლა რამდენს გამოიმუშავეთ ან რამდენის მიღება გსურთ. უმჯობესია ასეთ კითხვაზე პასუხის გასაცემად წინასწარ მოემზადოთ. იდეალური იქნება, თუ სასურველი ანაზღაურების მინიმალურ და მაქსიმალურ თანხას დაასახელებთ, ან კითხვას თავი აარიდეთ და აქცენტი გააკეთეთ იმაზე, რომ ამ კომპანიაში მუშაობა თქვენთვის ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ხელფასის საკითხი. 10.თქვენი მინიმალური მოთხოვნების შესახებ ყოველთვის იცოდეთ თქვენ ყოველთვის უნდა იცოდეთ, თუ რა მინიმალურ ხელფასზე ხართ მზად, რომ იმუშაოთ. 11.ვაჭრობისთვის მზად იყავით თქვენ უნდა იცოდეთ არა მხოლოდ რამდენის გამომუშავება გსურთ, არამედ დაგეგმოთ, თუ სასურველ ხელფასს როგორ მიაღწიოთ. ეცადეთ ასეთ ფრაზას „მე ვფიქრობ“. „სავარაუდოდ“ თავი აარიდოთ. ასეთი ფრაზები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიან, რომ თქვენ თავდაჯერებული არ ხართ. საკუთარი პოზიცია მტკიცედ დაიცავით, მაგრამ არ გადააჭარბოთ. 12.ფულზე ჩაციკვლა არ ღირს საკითხი ძალიან ადრე ან ძალიან გვიან წინ არ წამოწიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დამსაქმებელი ცუდ დასკვნებს გააკეთებს. ასევე არ მისცეთ იმ დასკვნის გამოტანის საშუალება, რომ გამომუშავებული თანხის რაოდენობა თქვენს საბოლოო გადაწყვეტილებაზე, შეუერთდეთ ამ კომპანიას თუ არა, გავლენას მოახდენს. ასევე დაგაინტერესებთ: 1. თეთრები თუ მილიონი: რის ყიდვას შეძლებთ 1 დოლარად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 2. პოპულარული რჩევები ფინანსური გურუსგან, რომლებიც უმჯობესია არ უგულებელყოთ 3. 6 რამ, რაც საბანკო ბარათების შესახებ უნდა იცოდეთ 4. შეცდომები, რომელთაც სუპერმარკეტში ვუშვებთ, შეიძლება მთელი ქონების ფასად დაგვიჯდეს
უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
1230 შეფასება არ არის
|