x
image
ლანა92
იუსტინიანეს კოდექსის ძირითადი პოსტულატები

იუსტინიანე I დიდი

image იუსტინიანე I დიდი, რომელიც ზეობდა 527-565 წლების ბიზანტიაში, გამოირჩეოდა მრავალმხრივი მოღვაწეობით.საეკლესიო რეფორმებთან ერთად, დიდია მისი წვლილი საკანონმდებლო სფეროს განვითარებაში.კერძოდ, მისი ბრძანებით, ბიზანტიელმა სამართალმცოდნეებმა შეადგინეს რომის "სამოქალაქო სამართლის კრებული", რომელიც ეფუძნებოდა წინამორბედ იმპერატორთა საკანონმდებლო ნაშრომებს და შედგებოდა 3 ნაწილისაგან.

პირველ ნაწილში შევიდა რომის იმპერატორების მიერ გამოცემული კანონები და დადგენილებები, მეორე ნაწილში - უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისათვის რომის სამართლის სახელმძღვანელო, მესამე ნაწილში -ამონაწერები ცნობილი რომაელი იურისტების თხზულებებიდან. მოგვიანებით რომის "სამოქალაქო სამართლის კრებულს" დაემატა მეოთხე ნაწილიც, რომელიც ასახავდა იუსტინიანეს მიერ კრებულის გამოქვეყნების შემდგომ გამოცემულ განკარგულებებს. "სამოქალაქო სამართლის კრებული" აერთიანებდა სახელმწიფო კანონებს, რომელიც ვრცელდებოდა მთელი ბიზანტიის ტერიტორიაზე და შესასრულებლად ყველასათვის სავალდებულო იყო. აქედან გამომდინარე, რომის "სამოქალაქო სამართლის კრებულს" ხშირად "იუსტინიანეს კოდექსადაც" მოიხსენიებენ.იგი იცავდა ძლიერი სახელმწიფოს, ხელისუფლების იდეას და მკაცრად ადგენდა კერძო საკუთრების ხასიათს, მისი გამოყენების ფორმას თუ სხვა უფლებებს.

მე-12 საუკუნიდან მოყოლებული ევროპელი იურისტები "იუსტინიანეს კოდექსის", რომის "სამოქალაქო სამართლის კრებულის" საფუძველზე ქმნიდნენ გვიანი შუა საუკუნეებისა და ახალი დროის ევროპული სახელმწიფოების კანონმდებლობას.

"იუსტინიანეს კოდექსის" ანუ რომის "სამოქალაქო სამართლის კრებულის" მთავარი მოთხოვნები, რომლებიც დღემდე აქტუალურია:

=არავის არა აქვს უფლება, სხვის ხარჯზე გამდიდრდეს.

=არავინ ისჯება მხოლოდ და მხოლოდ მიუღებელი აზრებისთვის.

=მხოლოდ ეჭვის საფუძველზე არავის დასჯა არ შეიძლება... უმჯობესია, დამნაშავე დაუსჯელი დარჩეს, ვიდრე უდანაშაულო დაისაჯოს.

=სამართლიანობა გამორიცხავს ვინმეს გასამართლებას მისი მოსმენის გარეშე.

=სასჯელი არ დაწესდება, თუ ის კანონში არ არის გათვალისწინებული.

=თუ ვინმე იტყვის, რომ საბაჟოს წესების არსებობის შესახებ არაფერი იცოდა, ის მაინც უნდა დაისაჯოს საბაჟო სასჯელით.

=დამამტკიცებელი საბუთი უნდა წარმოადგინოს მან, ვინც რაიმეს ამტკიცებს.

=იცხოვრო პატიოსნად, არ ავნო სხვას და ყველას ჰქონდეს თავისი კუთვნილი.

=კანონის ცოდნა მისი ფრაზების ცოდნას კი არ ნიშნავს, არამედ მისი აზრისა და მნიშვნელობის ჩაწვდომას.

"იუსტინიანეს კოდექსის" პოსტულატები, რომლებიც დღეისათვის მიუღებელია:

=ქალზე მეტი ღირსება მამაკაცს აქვს.

=პიროვნების უფლებაში უმნიშვნელოვანესი განსხვავებაა, ადამიანი თავისუფალია თუ მონა.

1
695
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
695
  
2018, 8 დეკემბერი, 2:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1