მაკიაჟი და ვარცხნილობა ზე-ტრენდული მაკიაჟი 2019 2018, 6 დეკემბერი, 16:49
2019 წლისათვის სუპერ მოდური 5 სახის მაკიაჟი:
1.იისფერი მაკიაჟი 2019 წელს კიდევ უფრო მეტად ტრენდული გახდება და ძალიან მნიშვნელოვანია, ქალებმა მოიმარაგონ იისფერი ტუჩსაცხი, ფანქარი, ფერ-უმარილი, ამავე ფერის სხვა კოსმეტიკური საშუალებები.
2.მაკიაჟი შერეული ფერებით - ნათელი, გამოკვეთილი, კაშკაშა ფერების სინთეზის მიღწევა შესაძლებელია, მაგალითად, წითელი ტუჩსაცხით, ღია ვარდისფერი ფერ-უმარილით, მკვეთრი ფერის თვალის ჩრდილით.
3.ღია ფერის მაკიაჟი ე.წ. ჰაილაითერთან ერთად - ამისათვის დაგჭირდებათ პრიალა ჰაილაითერი, ღია ვარდისფერი თვალის ჩრდილი, ამავე ფერის პომადა და ფერ-უმარილი.
4.მაკიაჟი ტონალურით, რომელიც საშუალებას მოგცემთ, თქვენი სახის კანი იყოს მოდურად პრიალა, მბრწყინავი.
5. მინიმალისტური მაკიაჟი, რომელიც არა მხოლოდ 2018-2019 წლების ტრენდია, არამედ კლასიკაა და არასოდეს გავა მოდიდან. ბუნებრიობის ეფექტი ყოველთვის გამორჩეული ტენდენციაა მოდის სფეროში. გაიკეთოთ მაკიაჟი ისე, რომ არაფერი გეტყობოდეთ, ქმნიდეთ შთაბეჭდილებას, თითქოს საერთოდ არაფერი გაქვთ წასმული და თან არაჩვეულებრივად გამოიყურებოდეთ, დიდი ნიჭია.
4 ჯადოსნური კოსმეტიკური საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ 2019 წელს მოდური მაკიაჟის გაკეთებაში
1.ლაინერი 2019 წელს აღარაა აქტუალური ლაინერის სქელი ხაზის სახით წასმა, რადგან უპირატესობა ბუნებრიობას, თვალების ნატურალურ მოხატვას მიენიჭება. ასეთი ეფექტის მიღწევაში ლაინერი ექსტრა-წვრილი თავით დაგეხმარებათ. მისი საშუალებით ზედა ქუთოთოს ბუნებრივად და ადვილად მოიხატავთ, თან ხანგძლივი მდგრადობით და თქვენი თვალების მაკიაჟი მთელი დღით შეინარჩუნებს საწყის მდგომარეობას.
წარბების კომპლექტი წარბების მოხატვა მაკიაჟის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. 2017 წელს მოდური იყო მაქსიმალურად მსხვილი, უხეში წარბები, ხოლო 2019 წელს იგი უფრო ბუნებრივ, ნატურალურ იერსახეს მიიღებს წარბების კომპლექტის (ფუნჯი და ფანქარი) საშუალებით, რომელიც მნიშვნელოვნად გაამარტივებს წარბების კორექტირებას.
ჰაილაითერი ჯერ კიდევ 2017-2018 წლებიდან აქტუალური გახდა მაკიაჟისათვის ჰაილაითერის გამოყენება, რადგან იგი თავისი მბზინავი ეფექტით უზრუნველყოფს ტუჩის კონტურების, ცხვირის, ყვრიმალების უფრო გამოკვეთას. ჰაილაითერი 2 სახისაა: მშრალი ან თხევადი. ვხვდებით მათ კომბინირებულ ვარიანტსაც, როცა თხევადი და მშრალი ჰაილაითერი ერთ პროდუქტადაა წარმოდგენილი და მომხმარებელი მისი შეძენით ძალიან მოგებული რჩება, რადგან, განწყობისა და მაკიაჟის ტიპის შესაბამისად, სხვადასხვა დროს ექნება არჩევანი და უპირატესობას მიანიჭებს ერთ-ერთს.
სახის სკულპტორი სახის სკულპტორი მაკიაჟის ხელოვნებაში აქამდეც აქტიურად გამოიყენებოდა პროფესიონალური მაკიაჟისათვის, თუმცა 2018-2019 წლებისათვის იგი ყველაზე ტრენდული იქნება ნებისმიერი ტიპის მაკიაჟისათვის.სახის სკულპტორი, ძალიან მუქი ან ღია ფერის კორექტორით, უზრუნველყოფს სახის ნაკვთების გამოკვეთას, ხაზგასმას, სახის ოვალის სრულყოფილად ფორმირებას.
კიდევ ერთი კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც თქვენს მაკიაჟს 2018-2019 წელს უფრო სრულყოფილს გახდის
ტანის შაიმერი რუჯის შემდგომ კისრისა და დეკოლტეს ზონაზე მიზანშეწონილი და ძალიან მოსახერხებელია მბზინავი ზეთის, ე.წ. შაიმერის წასმა. იგი განსაკუთრებით ეფექტიანი 2018 წლის შემოდგომისათვის იყო, თუმცა 2019 წელს კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს.
150 3-ს მოსწონს
|