ვებ ტექნოლოგიები და ინტერნეტი
Skype-მა სმენადაქვეითებულთათვის სუბტიტრები დაამატა!
2018, 4 დეკემბერი, 22:37
Skype-ის მეშვეობით სმენადაქვეითებული პირები საკომუნიკაციო მესენჯერით ზედმეტი პრობლემების გარეშე შეძლებენ სარგებლობას.
საუბარია სუბტიტრებზე, რომელიც ნებისმიერ დიალოგს ერთ ღილაკზე დაჭერით ჩართავს თქვენს skype-ში.
ამ ფუნქციის ჩასართავად პარამეტრების (Settings) განყოფილებაში შედით, საიდანაც „მეტის“ (More) მონიშვნის შემდეგ (+) ღილაკი გამოჩნდება, რომელიც უნდა ჩავრთოთ (turn subtitles on). ფუნქციის ერთხელ ამოქმედების შემთხვევაში ის თითოეულ აუდიო და ვიდეოზარზე გამოჩნდება.