x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ხვალ მოდიოდა ჩემთან, ევროპაში... ჩემი სულიერი ძმა ნიკუშა... ცრემლი მახრჩობს, ცარიელი გული იყო“...
image


მიხეილ სააკაშვილი ნიკა რურუას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. როგორც ექსპრეზიდენტი წერს, ხვალ ნიკა რურუა სააკაშვილთან შესახვედრად ევროპაში უნდა გაფრენილიყო და ეს შეხვედრა უკვე დაგეგმილი ჰქონდათ. სააკაშვილი სულიერ ძმას უწოდებს და ამბობს, რომ ცრემლი ახრჩობს.



ჩემი სულიერი ძმა ნიკუშა რურუა... ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ქართველი და საქართველოზე გადამკვდარი პატრიოტი... ცარიელი გული იყო... ცრემლები მახრჩობს... ხვალ მოდიოდა ჩემთან ევროპაში... rest in peace, brother!...
აუცილებლად მივიყვანთ შენს, ჩვენს საქმეს გამარჯვებამდე!, “ - წერს სააკაშვილი.


image


თბილისში, რამდენიმე საათის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ნიკა რურუა გარდაიცვალა.


როგორც ოპოზიციურ პარტიაში განაცხადეს, ნიკა რურუა გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.


ნიკა რურუა 50 წლის იყო. ის პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი და კულტურის მინისტრი იყო.


ნიკოლოზ რურუა დაიბადა 1968 წლის 17 მარტს — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი 2008 წლის 10 ოქტომბრიდან – 2012 წლის 25 ოქტომბრამდე. იყო საქართველოს მეექვსე და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი.
.
0
101
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0