x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138468
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
სილამაზე ასაკში - როგორ დაბერდნენ ყველაზე ლამაზი ქართველი ქალები
დოდო ჭიჭინაძე


მეოცე საუკუნის ქართულ რეალობაში უამრავი ლამაზი ქალი არსებობდა, რომელთა მშვენიერების შესახებაც ლეგენდები დადიოდა. ბევრი მათგანი მეგობრობდა ერთმანეთთან და ულამაზესი ქალბატონების ერთად დანახვა ჩვეულებრივი ამბავი იყო რუსთაველზე მოსეირნე თბილისელებისთვის. ზოგიერთის გარეგნობაში უფრო კავკასიური საწყისები ჭარბობდა, ზოგიც, მეტად ევროპული სილამაზის მქონე იყო, თუმცა ამ ყველაფერში იყო ინდივიდუალური, სუფთა ქართული, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე მთელ მსოფლიოს აღაფრთოვანებდა.

საინტერესოა, როგორ დაბერდნენ მეოცე საუკუნის ყველაზე ლამაზი ქართველი ქალბატონები:


რომის პაპი იოანე თურმე სხვადასხვა ქვეყნისთვის დამახასიათებელი ტიპაჟების ფოტოების შეგროვებით ყოფილა გატაცებული. როდესაც სქართველოდანაც მოითხოვა სურათები, მას მედეა ჯაფარიძის, ლიანა ასათიანის, ლია ელიავასა და დოდო ჭიჭინაძის ფოტოები გაუგზავნეს - მას აღფრთოვანება ვერ დაუმალავს ოთხივე ქალბატონის მიმართ და უთქვამს: ესენი (მედეა ჯაფარიძე და ლია ელიავა) – დიდებული ევროპაა. ლიანა ასათიანი – მშვენიერი აღმოსავლეთი, აი, ეს კი - დოდო ჭიჭინაძე – ნამდვილი ქართული სილამაზეაო.



ფოტოზე -დოდო ჭიჭინაძე ფილმიდან "ჭრიჭინა" 1958 წელი

image

ის პირველად ფილმში "დავით გურამიშვილი" გამოჩნდა ქეთევანის როლით და საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა. კინოს პარალელურად, იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, სადაც არაერთი საინტერესო სცენიური სახე შექმნა.

დოდო ჭიჭინაძე სიცოცხლის უკანასკნელ წლებშიც საოცარი მომხიბვლელობით გამოირჩეოდა, თავად ამბობდა:

" ცხოვრებაში ბევრი მწარე მინახავს, მაგრამ არც ერთ მოგონებაში ამას არ ვწერ, არ მინდა, მაგალითად ცუდი ჰქონდეთ ახალგაზრდებს.. სილამაზე მიდის და სადღაც ქრება, მაგრამ წლებს უფრო დიდი რამ მოაქვს - გონიერება, გამოცდილება და სიკეთე.."

image


მედეა ჯაფარიძე


ამ ქალბატონმა თაობათა სიყვარული და აღფრთოვანება პირველი ნაბიჯებით დაიმსახურა ქართულ კინოში, მის მიერ ნათამაშები ქეთო კი მხატვრული ფილმიდან "ქეთო და კოტე" სიცოცხლის ბოლომდე მისი სავიზიტო ბარათი იყო.

image


მედეა ჯაფარიძე იმ მსახობთა რიცხვს მიეკუთნება, რომლებსაც შემოქმედებითი ცხოვრების მეორე ნახევარშიც საინტერესო როლები ჰქონდათ, გამორჩეულია ფილმები: "მზე შემოდგომისა" და "ძველი ვალსი".


ფოტოზე მედეა ჯაფარიძე კინოფილმიდან :მზე შემოდგომისა"

image

კინორეჟისორი ქეთი დოლიძე იხსენებს:


" მამა მეუბნებოდა, აბა დააკვირდი ლამაზ ქალებს ჩვენ გარშემო, თუ ის კეთილია, ასაკშიც ინარჩუნებს სილამაზეს, მთელი მისი კეთილშობილება გარეთ გამოდის, ხოლო თუ არ არის კეთილი, ესეც სახეზე აწერია მას, მე მინდა ვთქვა, რომ მედეა ჯაფარიძე ზუსტად ისეთი მშვენიერი წავიდა ამ ქვეყნიდან, როგორიც მთელი ცხოვრება იყო.."

image

ფოტოზე - მედეა ჯაფარიძე და აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე

image


ლია ელიავა


ულამაზეს ქართველ ქალთა დიდ საზოგადოებაში მას თავისი მყარი ადგილი ეკავა ყოველთვის, მოვიდა და ქართულ კინოში განსაკუთრებული სხივი შემოიტანა. სულ ახლაგაზრდა, ქუჩაში შემთხვევით შეხვედრილ ნატო ვაჩნაძესა და თამარ ციციშვილს უკან მიჰყვებოდა და ჩუმად უყურებდა, თბებოდა ულამაზესი ქართველი მსახიობების სილამაზით, მაშინ ვერც კი იფიქრებდა, რომ გარკვეული წლების შემდეგ თავად გახდებოდა სილამაზისა და მიბაძვის ობიექტი უამრავი ადამიანისთვის.


image

მან ასაკშიც შეინარჩუნა ის ხიბლი, რაც მისი თანამდევი იყო მთელი ცხოვრების მანძილზე, ხანში შესულმა ითამაშა ლანა ღოღობერიძის ფილმში "ორომტრიალი", რომელმაც ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი დაიმსახურა, ფესტივალის ხელმძღვანელისა და ჟიურის თავმჯმდომარის, გრეგორი პეკის კომპლიმენტი კი ორ ქალბატონს - ლია ელიავას და ლეილა აბაშიძეს ეკუთვნოდა.


image

0
1204
1-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
1204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0