x
image
Yoona
Mediator image
როდის შეიძლება და როდის არის აკრძალული ანტიბიოტიკის მიღება
image

ხშირად გვირჩევენ, რომ „ყოველი შემთხვევისთვის“ ანტიბიოტიკი დავლიოთ რომ უფრო ცუდად არ გავხდეთ. ნუთუ ანტიბაქტერიულ მედიკამენტებთან საქმე ასე მარტივად არის?

საქმე იმაშია, რომ ანტიბაქტერიული მედიკამენტები კურნავენ ინფექციას, რომლებიც პათოგენური ბაქტერიებით არის გამოწვეული და არა ვირუსულ დაავადებებს. და პროფილაქტიკის ზუსტად არ გამოგვადგება! ვირუსების მკურნალობა - პრინციპულად სულ სხვა მეთოდს და სხვა სამკურნალო საშუალებებს მოითხოვს.


image


რა უფრო საშიშია? ბაქტერია თუ ვირუსი?

ბაქტერია -ჩვენი ორგანიზმის და გარშემო სამყაროს ერთუჯრედიანი ორგანიზმებია. ის ჩვენს სხეულსა და შიგნით მილიარდობით არის. რთულია შევამოწმოთ, მაგრამ ყოველდღიურად ჩვენს ორგანიზმზე მილიარდობით ბაქტერია წარმოიქმნება და დაახლოებით ზუსტად ამდენივე ძველი ბაქტერიული უჯრედები იღუპება. ბაქტერიების ნახევარზე მეტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულებასა და ნივთიერებათა ცვლის პროცესში მონაწილეობს. ზოგიერთი ბაქტერია ორგანიზმს მონელების პროცესში ხელს უწყობს.

როცა ბაქტერიების ბალანსი ირღვევა ან გარე სამყაროდან ორგანიზმში პათოგენური ბაქტერია მოხვდა, ჩვენ ავად ვხვდებით. სწორედ ეს დაუპატიჟებელი სტუმრები ხდებიან საბავშვო ინფექციების მიზეზი. ოტიტი, ყელის ტკივილი, სინუსიტი, საშარდე გზების ინფექცია - მათ ექიმები ხშირად ბაქტერიებს აწერენ.

ვირუსები ზომაში უფრო მცირე არიან. მაგ., ენტეროვირუსი 16 მლნ მმ დიამეტრის არის. მიკროსკოპული ზომის მიუხედავად ვირუსს ორგანიზმის ჯანსაღი უჯრედების დაზიანება და ამით დაავადების გამოწვევა შეუძლია. ექიმები ხველას, სისველეს, ყელის ტკივილს ვირუსულ ინფექციებს აწერენ. ვირუსულ ინფექციებს ეკუთვნის ისეთი ინფექციები, როგორიცაა: ჩუტყვავილა, წითელა, ღორის გრიპი, ჰეპატიტი და შიდსი.

დასკვნა

აქედან გამომდინარე, საუკეთესო ანტიბიოტიკებიც კი ვირუსებს არ კლავენ, შესაბამისად ვირუსული ინფექციების დროს არაეფექტურია. თუ უფროსი ადამიანი ან ბავშვი ვირუსული ინფექციებით არის დაავადებული და ანტიბიოტიკს ღებულობს, დაავადება არ განიკურნება. ხოლო გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს. ამასთან ანტიბიოტიკების მიმართ მიჩვევა განვითარდეს.

გახსოვდეთ: ანტიბიოტიკებს სახიფათო გვერდითი მოვლენები აქვს და უკუჩვენებულია. მათი გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანციის გავლა და მედიკამენტების სწორი დოზირების შერჩევა აუცილებელია.


ასევე დაგაინტერესებთ:

გამაფრთხილებელი ნიშნები, რომ თქვენი აპენდიციტი საფრთხეშია
„ტვინს არ უყვარს ცხიმი, ალკოჰოლი და თამბაქო, მაგრამ უყვარს...“ - ნეიროქირურგი ჯანმრთელობის საიდუმლოს გვიზიარებს
ინფარქტის 5 ნიშანი ქალებში: რომელი სიგნალის უგულებელყოფა არ შეიძლება?!
სახე - ჯანმრთელობის ბარათი. რა მინიშნებას გვაძლევს კონრეტულ ნაწილზე გაჩენილი აკნე?
სისხლის ცუდი ცირკულაციის 5 ნიშანი - ყურადღება მიაქციეთ
ეს კოქტეილი დალიეთ და თრომბს დაივიწყებთ
0
104
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0