მხატვრობა
სინამდვილეში 13 წლის ვინსენტ ვან გოგის ფოტოზე მისი ძმაა გამოსახული!
2018, 2 დეკემბერი, 3:09
29 ნოემბერს, ამსტერდამში ვინსენტ ვან გოგის მუზეუმმა ოფიციალურ ვებვერდზე გამოაქვეყნა კვლევის შედეგი, რომელიც ადასტურებს, რომ ცნობილ ფოტოზე გამოსახულია არა ვინსენტ ვან გოგი, არამედ მისი 15 წლის ძმა ტეო.
პირველად ეჭვი იმის შესახებ, მართლა 13 წლის ვან გოგია ფოტოზე თუ არა, ჰოლანდიელმა ტელეწამყვანმა გამოთქვა. მხატვრის მეორე ფოტოსთან შედარების შემდეგ, რომელზეც ის 19 წლისაა, მათ დაასკვნეს, რომ ეს ორი სხვადასხვა ადამიანის პორტრეტია. ბელგიელმა ჟურნალისტმა ივ ვასერმა მოგვიანებით დაადგინა, რომ ფოტო ბრიუსელის ფოტოსალონშია გადაღებული. 1866 წელს, როდესაც მხატვარი 13 წლის იყო, ის ნიდერლანდებში კოლეჯში სწავლობდა და ფოტოს ბრიუსელში ვერ გადაიღებდა.
ჟურნალისტმა ვინსენტის ძმასთან მიმოწერები გადაიკითხა და აღმოაჩინა, რომ ტეო ვან გოგი 1873 წელს ბრიუსელში ცხოვრობდა და იმ დროს 15 წლის იყო.
ქვემოთ 19 წლის ვინსენტ ვან გოგის ფოტოა