x
image
ლანა92
მეგრული სამზარეულო - ჯადოსნური კერძების ოდაბადე

image

image

სამეგრელო - ისტორიული კოლხეთი, აია კოლხიდა, ოქრომრავალი მბრძანებლის აიეტის სამეფო, სიბრძნისმაძიებელი არგონავტების მოგზაურობის მთავარი დესტინიცია დღესაც გამოირჩევა არა მხოლოდ ბუნების სილამაზით, მშვენიერებით, სუფთა ჰაერით, კამკამა წყლით, ხუროთმოძღვრული ძეგლებით, კურორტებით, არამედ მრავალფეროვანი, უგემრიელესი და დახვეწილი კერძებითაც.

მეგრულ სამზარეულოს მდიდრულობას და მიმზიდველობას ანიჭებს არა მარტო კერძების მრავალრიცხოვნება, არამედ მათი შემადგენელი ინგრედიენტების მრავალფეროვნება, განსაკუთრებულობა და ერთმანეთთან საოცარი შეხამება, მეგრელი დიასახლისის გამორჩეული კულინარიული ნიჭი და გემოვნება.

ადგილობრივი, სამეგრელოს კუთხის სამზარეულოსათვის დამახასიათებელი კერძებია: ღომი, ელარჯი, მეგრული საცივი, ხარჩო, მეგრული ხაჭაპური, ჯურჯანი, კუპატი, მეგრული წითელი და მწვანე აჯიკა, ყველის დელიკატესები:სულუგუნი, შებოლილი სულუგუნი, გებჟალია, ფუჩხოლია, ჭვიშტარი და სასმელებიდან ღვინო ოჯალეში.

კერძები:

1.ღომი -

სამეგრელოში სიმინდის კულტურის დამკვიდრებამდე მცენარე ღომისაგან მზადდებოდა, ახლა კი სიმინდის ღერღილისა და ფქვილისაგან მზადდება, ძირითადად ყველთან და საწებელთან ერთად მიაქვთ სუფრაზე;

მცენარე ღომი

image

ღომის ღომი

image

სიმინდის ღომი

image
ღომი ყველით

image

ღომი სულუგუნითა და აჯიკით

image

2.ელარჯი - ღომის ნაირსახეობა, რომელსაც ხარშვისას უმატებენ ყველს.

image

imageimage

3.სულუგუნი (ყველის დელიკატესი) - მიიღება ჭყინტი ყველის გადახარშვით, გადაზელვით;

image

image

4.შებოლილი სულუგუნი - ჩვეულებრივი სულუგუნის შებოლილი, ხმელი ვერსია;

imageimageimageimage

5.გებჟალია - გადაზელილი ყველი, ახალი სულუგუნი პიტნის სოუსში;

imageimageimage

6.ფუჩხოლია (ჩინჩოლია ყველი) - დაფშვნილი ჭყინტი ყველი დანაყილი პიტნით;

image

image

7.ჭვიშტარი - მჭადი ყველის შიგთავსით;

image

image

8.მეგრული ხაჭაპური- ტრადიციული ხაჭაპურის ადგილობრივი, მეგრული ნაირსახეობა.მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ცომია, რომელიც რძით, ერბოთი (ან მარგარინით) და კვერცხით იზილება, ასევე, ყველი თავსდება ცომის შიგნით და ზემოდანაც აყრიან დაფშვნილ ყველს;

imageimageimageimage

9.მეგრული საცივი - მზადდება ქათმით ან ინდაურით (უფრო ინდაურით), რომლის ნაწილებს აწყობენ საგანგებოდ გამზადებულ ბულიონში(თავისავე ნახარშ წყალში), რომელიც გაზავებულია დანაყილი ან გატარებული ნიგვზით (ზოგჯერ თხილითაც) და სხვადასხვა სანელებლით;

ინდაურის საცივი

image

ქათმის საცივი
image

10.ჯურჯანი (სხვა კუთხეებში კუჭმაჭი) - ღორისა და საქონლის გულ-ღვიძლი, თირკმელი და ფილტვი იჭრება წვრილ კუბიკებად და ბადექონთან ერთად იხრაკება.ამ მასას სხვადასხვა სანელებლით კაზმავენ, სიცხარეს მეგრული აჯიკა ანიჭებს, საერთო არომატში გამანეიტრალებელ როლს კი ბროწეულის მარცვლები თამაშობს.

image

image

11.კუპატი

image

საშობაოდ დაკლული ღორის ფილტვის, ღვიძლისა და ელენთის ტენილია მისავე დამუშავებულ ნაწლავში, რომელსაც, სუნელებით დამუშავების შემდგომ, მოუკრავენ თავს და ჩამოჰკიდებენ ჰაერზე ან კვამლზე გასაშრობად.ასეთი წესით დამზადებული კუპატი გაზაფხულამდე ინახება.მიირთმევენ შემწვარს ტყემლის საწებელთან და ღომთან ერთად.

image

image

12.მეგრული წითელი და მწვანე აჯიკა - მეგრული სამზარეულოს მთავარ შტრიხს კერძების სიცხარეს, მწარე სანელებლების აქტუალურობას უსვამს ხაზს.

მეგრული აჯიკა

image

წითელი აჯიკა

image

image

მწვანე აჯიკა

image

მშრალი აჯიკა

image

13.ხარჩო - მზადდება ძირითადად საქონლის ან ქათმის ხორცისაგან მისავე ნახარშის ნიგვზითა და სხვადასხვა სუნელით, ასევე, მჭადის ფქვილით შესქელებით;

imageimageimage

სასმელები:

ღვინო "ოჯალეში"

14. ოჯალეში - ღვინის ასორტიმენტებიდან ყველაზე გამორჩეულია მხოლოდ ადგილობრივად გავრცელებული წითელი ყურძნის, ოჯალეშის ჯიშის ვაზისაგან (მეგრულიდან ითარგმნება, როგორც "ხეზე აცოცებული) დამზადებული მუქი წითელი, ნახევრად ტკბილი ღვინო.

imageსაქართველოში 500-მდე ყურძნის ჯიში ხარობს, აქედან 60 სამეგრელოში, თუმცა ყველაზე ცნობილი ოჯალეშია.უკანასკნელისაგან საუკეთესო ღვინო მზადდება.

ოჯალეში ნახევრად ტკბილი ღვინოა ხასხასა წითელი ფერითა და ველური ვარდის მსუბუქი სურნელით.

ოჯალეშის ვაზი სამეგრელოში ვენახში კი არ იზრდებოდა, არამედ ველურად, ხეზე აცოცებულად (ოჯალეში - "ხეზე აცოცებული", "ხეზე გაზრდილი"), რის გამოც, მისგან დამზადებული ღვინოსადმი მოთხოვნის მკვეთრი ზრდის ფონზე, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისათვის ვაზის ეს ჯიში გაქრობის საშიშროების წინაშე დადგა. ამავე საუკუნის შუა პერიოდიდან სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის სიძემ - ფრანგმა აშილ მიურატიმ (ნაპოლეონის შთამომავალი) დაიწყო ოჯალეშის ევროპული წესით ვენახებში მოშენება.

image

imageსალომე დადიანის ფრანგმა მეუღლემ ოჯალეშში დაინახა ღვინის წარმოებისა და ევროპის ბაზარზე გასაღების ბრწყინვალე შესაძლებლობა და ოჯალეშის კულტურა ამ გზით იხსნა მივიწყებისაგან.

ოჯალეშის ვენახი სოფელ თარგამეულში (მარტვილი)

image
ოჯალეშის რთველი სოფელ სალხინოში (მარტვილი

image

ოჯალეშის ღვინოს დღეისათვის ამზადებენ სამეგრელო-ზემო სვანეთში, კერძოდ, ცაგერისა და მარტვილის რაიონებში და უკვე სხვა კუთხეებშიც.

7
5227
5-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
5227
  
2018, 11 დეკემბერი, 1:56
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
2018, 2 დეკემბერი, 20:18
გმადლობთ, დიდი სიამოვნებით..:)
2018, 2 დეკემბერი, 20:16
გაიხარეთ, დიდი მადლობა..:)
2018, 2 დეკემბერი, 20:16
ნამდვილად, მეგრული სამზარეულოც კი გენიალურია,სხვა დანარჩენთან ერთად ..:)
2018, 2 დეკემბერი, 17:33
ახლა სახლში ვერ მხედავენ სამსახურის გადამკიდე, და როგორც კი გამოინახება დრო მეწვიეთ.
სტუმრის რიგიანი დახვედრა არ შემეშლება მგონია მე...
2018, 2 დეკემბერი, 15:05
მეგრული სამზარეულო გენიალურია
2018, 2 დეკემბერი, 10:25
ასჯერ, რომ შემეძლოს მოწონება ასივეჯერ მოვიწონებდი, ჩემი პატივისცემა თქვენ...
0 1 7