ჯანმრთელი კვება მეგრული სამზარეულო - ჯადოსნური კერძების ოდაბადე 2018, 1 დეკემბერი, 23:36 სამეგრელო - ისტორიული კოლხეთი, აია კოლხიდა, ოქრომრავალი მბრძანებლის აიეტის სამეფო, სიბრძნისმაძიებელი არგონავტების მოგზაურობის მთავარი დესტინიცია დღესაც გამოირჩევა არა მხოლოდ ბუნების სილამაზით, მშვენიერებით, სუფთა ჰაერით, კამკამა წყლით, ხუროთმოძღვრული ძეგლებით, კურორტებით, არამედ მრავალფეროვანი, უგემრიელესი და დახვეწილი კერძებითაც. მეგრულ სამზარეულოს მდიდრულობას და მიმზიდველობას ანიჭებს არა მარტო კერძების მრავალრიცხოვნება, არამედ მათი შემადგენელი ინგრედიენტების მრავალფეროვნება, განსაკუთრებულობა და ერთმანეთთან საოცარი შეხამება, მეგრელი დიასახლისის გამორჩეული კულინარიული ნიჭი და გემოვნება. ადგილობრივი, სამეგრელოს კუთხის სამზარეულოსათვის დამახასიათებელი კერძებია: ღომი, ელარჯი, მეგრული საცივი, ხარჩო, მეგრული ხაჭაპური, ჯურჯანი, კუპატი, მეგრული წითელი და მწვანე აჯიკა, ყველის დელიკატესები:სულუგუნი, შებოლილი სულუგუნი, გებჟალია, ფუჩხოლია, ჭვიშტარი და სასმელებიდან ღვინო ოჯალეში. კერძები: 1.ღომი - სამეგრელოში სიმინდის კულტურის დამკვიდრებამდე მცენარე ღომისაგან მზადდებოდა, ახლა კი სიმინდის ღერღილისა და ფქვილისაგან მზადდება, ძირითადად ყველთან და საწებელთან ერთად მიაქვთ სუფრაზე; მცენარე ღომი ღომის ღომი სიმინდის ღომი
ღომი სულუგუნითა და აჯიკით 2.ელარჯი - ღომის ნაირსახეობა, რომელსაც ხარშვისას უმატებენ ყველს. 3.სულუგუნი (ყველის დელიკატესი) - მიიღება ჭყინტი ყველის გადახარშვით, გადაზელვით; 4.შებოლილი სულუგუნი - ჩვეულებრივი სულუგუნის შებოლილი, ხმელი ვერსია; 5.გებჟალია - გადაზელილი ყველი, ახალი სულუგუნი პიტნის სოუსში; 6.ფუჩხოლია (ჩინჩოლია ყველი) - დაფშვნილი ჭყინტი ყველი დანაყილი პიტნით;
7.ჭვიშტარი - მჭადი ყველის შიგთავსით; 8.მეგრული ხაჭაპური- ტრადიციული ხაჭაპურის ადგილობრივი, მეგრული ნაირსახეობა.მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ცომია, რომელიც რძით, ერბოთი (ან მარგარინით) და კვერცხით იზილება, ასევე, ყველი თავსდება ცომის შიგნით და ზემოდანაც აყრიან დაფშვნილ ყველს; 9.მეგრული საცივი - მზადდება ქათმით ან ინდაურით (უფრო ინდაურით), რომლის ნაწილებს აწყობენ საგანგებოდ გამზადებულ ბულიონში(თავისავე ნახარშ წყალში), რომელიც გაზავებულია დანაყილი ან გატარებული ნიგვზით (ზოგჯერ თხილითაც) და სხვადასხვა სანელებლით; ინდაურის საცივი ქათმის საცივი 10.ჯურჯანი (სხვა კუთხეებში კუჭმაჭი) - ღორისა და საქონლის გულ-ღვიძლი, თირკმელი და ფილტვი იჭრება წვრილ კუბიკებად და ბადექონთან ერთად იხრაკება.ამ მასას სხვადასხვა სანელებლით კაზმავენ, სიცხარეს მეგრული აჯიკა ანიჭებს, საერთო არომატში გამანეიტრალებელ როლს კი ბროწეულის მარცვლები თამაშობს. 11.კუპატი
საშობაოდ დაკლული ღორის ფილტვის, ღვიძლისა და ელენთის ტენილია მისავე დამუშავებულ ნაწლავში, რომელსაც, სუნელებით დამუშავების შემდგომ, მოუკრავენ თავს და ჩამოჰკიდებენ ჰაერზე ან კვამლზე გასაშრობად.ასეთი წესით დამზადებული კუპატი გაზაფხულამდე ინახება.მიირთმევენ შემწვარს ტყემლის საწებელთან და ღომთან ერთად. 12.მეგრული წითელი და მწვანე აჯიკა - მეგრული სამზარეულოს მთავარ შტრიხს კერძების სიცხარეს, მწარე სანელებლების აქტუალურობას უსვამს ხაზს. მეგრული აჯიკა წითელი აჯიკა მწვანე აჯიკა მშრალი აჯიკა 13.ხარჩო - მზადდება ძირითადად საქონლის ან ქათმის ხორცისაგან მისავე ნახარშის ნიგვზითა და სხვადასხვა სუნელით, ასევე, მჭადის ფქვილით შესქელებით;
სასმელები: ღვინო "ოჯალეში" 14. ოჯალეში - ღვინის ასორტიმენტებიდან ყველაზე გამორჩეულია მხოლოდ ადგილობრივად გავრცელებული წითელი ყურძნის, ოჯალეშის ჯიშის ვაზისაგან (მეგრულიდან ითარგმნება, როგორც "ხეზე აცოცებული) დამზადებული მუქი წითელი, ნახევრად ტკბილი ღვინო. საქართველოში 500-მდე ყურძნის ჯიში ხარობს, აქედან 60 სამეგრელოში, თუმცა ყველაზე ცნობილი ოჯალეშია.უკანასკნელისაგან საუკეთესო ღვინო მზადდება. ოჯალეში ნახევრად ტკბილი ღვინოა ხასხასა წითელი ფერითა და ველური ვარდის მსუბუქი სურნელით. ოჯალეშის ვაზი სამეგრელოში ვენახში კი არ იზრდებოდა, არამედ ველურად, ხეზე აცოცებულად (ოჯალეში - "ხეზე აცოცებული", "ხეზე გაზრდილი"), რის გამოც, მისგან დამზადებული ღვინოსადმი მოთხოვნის მკვეთრი ზრდის ფონზე, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისათვის ვაზის ეს ჯიში გაქრობის საშიშროების წინაშე დადგა. ამავე საუკუნის შუა პერიოდიდან სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის სიძემ - ფრანგმა აშილ მიურატიმ (ნაპოლეონის შთამომავალი) დაიწყო ოჯალეშის ევროპული წესით ვენახებში მოშენება. სალომე დადიანის ფრანგმა მეუღლემ ოჯალეშში დაინახა ღვინის წარმოებისა და ევროპის ბაზარზე გასაღების ბრწყინვალე შესაძლებლობა და ოჯალეშის კულტურა ამ გზით იხსნა მივიწყებისაგან. ოჯალეშის ვენახი სოფელ თარგამეულში (მარტვილი)
ოჯალეშის ღვინოს დღეისათვის ამზადებენ სამეგრელო-ზემო სვანეთში, კერძოდ, ცაგერისა და მარტვილის რაიონებში და უკვე სხვა კუთხეებშიც.
5227 5-ს მოსწონს |
სტუმრის რიგიანი დახვედრა არ შემეშლება მგონია მე...