მსოფლიო
„დიდი ოცეულის“ სამიტზე პუტინი და ტრამპი ერთმანეთს გამოელაპარაკნენ
2018, 1 დეკემბერი, 22:33
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დიდი ოცეულის“ სამიტზე ერთმანეთს გაესაუბრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესპიკერი დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.
„მცირე კონტაქტი იყო“, - უთხრა ჟურნალისტებს პესკოვმა.
ბუენო-აირესში სამიტზე, ამ დღეების განმავლობაში კითხვის ნიშნის ქვეშ სწორედ ამ ორი ლიდერის შდხვედრა იყო. როგორც ცნობილი გახდა, ქერჩის სრუტის ინციდენტის გამო, დონალდ ტრამპმა პუტინთან დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრა გააუქმა, თუმცა კრემლში აცხადებდნენ, რომ შეხვედრა მაინც შედგებოდა.
მედიის ცნობით, სამიტის მსველობის დროს, პუტინი და ტრამპი ერთ დარბაზში იმყოფებოდნენ, თუმცა ერთმანეთს არ მიესალმნენ.
25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში რუსეთის საზღვაო ძალებმა სამი უკრაინული გემი დააკავა. რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა უკრაინელი მეზღვაურები საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულა, ხოლო უკრაინამ რუსეთის მოქმედებას აგრესიის აქტი უწოდა.