x
image
ლანა92
არომა მარკეტინგი (SCENT&AROMA MARKETING) საქართველოში

image

საქართველოში მარკეტინგი ჯერ კიდევ ახალი სფეროა, რომელიც პროდუქტი/მომსახურების პოზიციონირების, კონკურენტული უპირატესობის წარმოჩენის ინტერესებთან ნაკლებად ადეკვატური, სუსტი სარეკლამო რგოლებით შემოიფარგლება, თუმცა ჩვენი ბიზნეს სექტორი თანდათან რწმუნდება მის საჭიროებაში და ცდილობს, ამ მიმართულებითაც განვითარდეს.

ქართული მარკეტინგი, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც ახალია, მაქსიმალურად ცდილობს, იხელმძღვანელოს მარკეტინდის თანამედროვე კონცეფციით, მომხმარებელზე ორიენტირების პოლიტიკით, ასევე, ფეხი აუწყოს დარგის განვითარების ტენდენციებს და სიახლეები დროულად აითვისოს.ამის თვალსაჩინო მაგალითია "არომა მარკეტინგის" (Scent marketing) გადმოტანა და დანერგვა საქართველოში.

image

"არომა მარკეტინგი" შედარებით ახალი მიმართულებაა არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიო მარკეტინგში, თუმცა უკვე საკმაოდ აქტუალურია და გლობალური მასშტაბით, ბევრი წამყვანი კომპანია იყენებს მას, როგორც მომხმარებლის მოხიბვლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს.

image

არომა მარკეტინგი -

მომხმარებელთან კომუნიკაციისა და მისი განწყობის სტიმულირება

ადამიანს აქვს 5 გრძნობა (სმენა, შეხება, მხედველობა, გემო, ყნოსვა), რომელთა საშუალებითაც მარკეტერები ცდილობენ მომხმარებელთა მიზიდვას. არომა მარკეტინგი (Aroma&Scent Marketing) მომხმარებლის მოხიბვლას არა ვიზუალით, სმენით, შეხებით და გემოთი, არამედ სასიამოვნო სურნელით.

imageარომა მარკეტინგი არის მომხმარებელთან კომუნიკაციისა და მისი განწყობის სტიმულირების ერთდროულად ეფექტური და ეფექტიანი საშუალება.

imageimage

ის ადამიანში ქვეცნობიერის დონეზე მოქმედებს და სურნელთა თვისებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა განწყობას იწვევს, თუმცა პასუხი სურნელზე ინდივიდუალურია.

ბრენდინგის არქეტიპების მსგავსად, არომა მარკეტინგშიც არსებობს ისეთი "არქეტიპული" სურნელები, რომლებიც ნებისმიერ ადამიანში ერთნაირ ან მსგავს განწყობას, მოგონებას, სურვილებს აღძრავენ, მაგალითად, ყავის, შოკოლადის, პურის, ვანილის ალუბლის, თივის, ყვავილის ან სხვა ტიპის სურნელები.

"არქეტიპული" სურნელები

imageყ ა ვ ა

image

imageყვავილი

imageარომა მარკეტინგის ეფექტურობა და ეფექტიანობა

- 1.მძაფრად იბეჭდება მეხსიერებაში - 6 თვის შემდგომ ადამიანის ტვინს შეუძლია, აღიდგინოს გამოსახულების 25 %, ხოლო სურნელის 85 %.ამასთანავე, სურნელის ემოციური აღქმა 75 %-ით აღემატება აუდიო და ვიზუალურ აღქმას, რაც განაპირობებს კონკრეტულ ბრენდთან ასოცირებულ ახალ შეგრძნებებს.

image

- 2.მოქმედებს განწყობაზე - ადამიანის განწყობის 40 % სურნელითაა გამოწვეული.ზრდასრულ ადამიანს შეუძლია 10 000 სხვადასხვა სურნელის ერთმანეთისაგან გარჩევა.

- 3.დამთვალიერებელს აქცევს მყიდველად - კვლევების თანახმად, ადამაინები 30-40 %-ით მეტ ხანს რჩებიან არომატიზირებულ სივრცეში და საშუალოდ 10-ჯერ უფრო ხშირად სტუმრობენ მათ.სამეცნიერო კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ სასიამოვნო სურნელმა მაღაზიებში მომხმარებელთა დაყოვნების დრო 15.9 %-ით გაზარდა, სავაჭრო დარბაზებში ყიდვის მზადყოფნა - 14.8 %-ით, საქონელბრუნვა - 6 %-ით.

imageსასიამოვნო სურნელი უზრუნველყოფს კონვერსიას, უბრალო დამთვალიერებელთა ნაკადის მყიდველებად გარდაქმნას 8-დან 33 %-მდე.NIKE-მ დაამტკიცა, რომ სასიამოვნო სურნელით მოცულ გარემოში გასაყიდი ნივთი უფრო ღირებულად და ხარისხიანად აღიქმება.

- 4.ადვილად იქცევს ყურადღებას - გაფრქვეული არომატი დაუყოვნებლივ აღძრავს აღძრავს ემოციას მომხმარებელში, ახსენებს შორეულ, მივიწყებულ მოგონებებს და ამით იქცევს მის ყურადღებას.

ა რ ო მ ა მ ა რ კ ე ტ ი ნ გ ი ს შ ე დ ე გ ე ბ ი

- ბედნიერი და ინსპირირებული მომხმარებელი;

- მომხმარებლის გაზრდილი დაყოვნების დრო თქვენს სივრცეში;

- ბრენდის იდენტურობის, პერსონიფიკაციის გაძლიერება;

- გაზრდილი გაყიდვები;

imageარომა მარკეტინგის გამოყენების სფეროები:

- სავაჭრო ცენტრი;

- ბრენდ მაღაზიები;

- ძვირფასეულობა;

- კვების ინდუსტრია;

- კაფე და სანაყინე;

- ღონისძიება;

- ჯანმრთელობის ცენტრი;

- მოსაცდელი ოთახი (ჰოლი);

- სახლი;

- ფიტნესი და სპა;

- სასტუმრო;

- აზარტული თამაშები;

საქართველოში არომა მარკეტინგი შემოიტანეს "თერმა სერვისმა" და "Aroma Marketing Georgia"-მ.

image

ქართული კომპანიები ტექნიკურ საკითხებზე კონსულტაციებს გადიან უცხოელ პარტნიორებთან (გერმანული "REIMA AirConcept GmbH", ამერიკული "ScentAir"). პროდუქტის დანერგვის პროცესი ტექნიკურად მარტივია, რადგან ის ერგება როგორც სავენტილაციო სისტემას, ისე დახურულ სივრცეებს.

imageimageარომა მარკეტინგი ახალი მიგნებაა მარკეტინგის სფეროში და საქართველოში ამ მიმართულებით გამოცდილება არ არსებობს, თუმცა აცნობიერებენ არომატების გავლენის ძალას მომხმარებელსა და ბრენდზე და ცდილობენ, აითვისონ ახალი ტენდენცია.

არომა მარკეტინგს შეუძლია, ქართული ბაზარი გახადოს უფრო მიმზიდველს, რადგან სურნელი მომხმარებლის გრძნობებსა და გონებაზე სტიმულივით მოქმედებს.

ScentAir

არომატები მთელ მსოფლიოში

image

ScentAir არომა მარკეტინგის სფეროში მოღვაწე ამერიკული კომპანიაა, რომელიც აწარმოებს არომატებს და არომატის გამფრქვევ საშუალებებს.

ScentAir პირველ ადგილზეა არომა მარკეტინგის სეგმენტში, გლობალურად სურნელების გაყიდვების დაახლოებით 85 % უკავია.მისი მუდმივი მომხმარებელების სიაში არიან ისეთი ბრენდები, როგორიცაა:Radisson, Sheraton, Mandalay Bay, Sturbucks, Hugo Boss და სხვა.

ScentAir-ს ჰყავს ოფიციალური წარმომადგენელი 120ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში; მსოფლიო მასშტაბით აერთიანებს 80.000-მდე აპარატურას და ეს ციფრი სულ უფრო იზრდება.

image"თერმა სერვისი" -

პირველი ნაბიჯები ქართულ არომა მარკეტინგში

საქართველოში ScentAir-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა და Scent marketing ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა შპს "თერმა სერვისმა", რომელიც დიდიხანია, მოღვაწეობს ადგილობრივ ბაზარზე გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სეგმენტში. იგი ემსახურება SAMSUNG-ს, ახალ ნათებას, GT მოტორსს და სხვებს.

imageქართული ფილიალის წარმომადგენელი ასე ხსნის არომა მარკეტინგის საქართველოში გადმოტანის იდეას:"ერთ-ერთ სამუშაო დღის ბოლოს, როდესაც გვაქვს ხოლმე დისკუსია, თუ რით შეგვიძლია, დავხვეწოთ ჩვენი ბიზნესი ან რა გზით შეგვიძლია მისი გაფართოება, მივედით იმ აზრამდე, რომ თუ ჩვენი კომპანია ზრუნავს თბილი, ცივი ან თუნდაც გაფილტრული ჰაერის მიწოდებაზე, რატომ არ შეიძლება, ჩვენს მიერ მიწოდებულ ჰაერს მოჰყვებოდეს სასიამოვნო სურნელი.სწორედ ამ გზით მივედით Scent marketing-მდე" [https://www.marketer.ge/aroma-marketingi-ukve-saqartveloshi/].

"თერმა სერვისს" აპარატურა, ასევე, არომატი ჩამოაქვს ამერიკიდან. ოფისში დგას 250-მდე არომატის ტოსტერი."თერმა სერვისში" დაინტერესებული კომპანიებისათვის სურნელს არჩევენ კვალიფიციური სპეციალისტები.

"თერმა სერვისს" დღეისათვის აქვს 3 აპარატი, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ტექნიკური თვისებებით, დაფარვის ზონებით და ფასებით (ფასები ყოველთვიური ხარჯია და მერყეობს 79 $-დან 299 $-მდე).

მომხმარებელთან საკონტაქტოს კომპანიის facebook გვერდია ScentAir Georgia, web საიტი - scentair.ge.

"თერმა სერვისი" თავის მიზნად ასახელებს ახალი შეგრძნებებისა და სასიამოვნო გარემოს უზრუნველყოფას სახლებში, სასტუმროებში, ფიტნეს დარბაზებში, მაღაზიებში, სავაჭრო ცენტრებში, კაზინოებში და ყველა იმ ადგილას, რომელსაც ხშირად სტუმრობენ.

"თიბისი პლატინუმი" - ქართული არომა მარკეტინგის

პირველი მომხმარებელი

image2013 წელს თიბისი ბანკმა, 21 წლისთავთან დაკავშირებით, №2 ინოვაციად წარადგინა Aroma მარკეტინგი, პროექტი, რომელიც გულისხმობს საფირმო სურნელის დანერგვას ბანკის ფილიალებში.პროექტი მიზნად ისახავდა მომხმარებლებისათვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას.სენსორული მარკეტინგის ორი ინოვაციური პროექტი - ხმოვანი და არომა მარკეტინგი საქართველოს მასშტაბით პირველად თიბისი ბანკში განხორციელდა.

imageგამომდინარე იქიდან, რომ სურნელის აღქმა ინდივიდუალურია, რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდგომ, თიბისის მარკეტოლოგთა ჯგუფი ჩამოყალიბდა მაქსიმალურად ნეიტრალურ, "გრილ" არომატზე, რომელიც უმცირესი რაოდენობით ვრცელდება ფილიალებსა და სერვის ცენტრებში, რათა მისი შეგრძნება ხდებოდეს მინიმალურ დონეზე და არ იყო გამაღიზიანებელი.

თიბისი ბანკის საფირმო სურნელი, სახელწოდებით "თიბისი პლატინუმი", სპეციალურად იქნა შემუშავებული პრესტიჟული ბრიტანული პარფიუმერული კომპანიის მიერ.

"REIMA AirConcept GmbH"

სურნელების დისტრიბუტორი გერმანიიდან

image

გერმანული ფირმა "REIMA AirConcept" სურნელებისა და არომა მარკეტინგის სფეროში 15 წელზე მეტი ხნის გამოცდილების მქონე საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ემსახურება ბიზნესის სფეროს 60-ზე მეტ ქვეყანაში.მისი მუშაობისა და სერვისის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მარკეტინგსა და კომერციაში კლიენტების წარმატების უზრუნველყოფა, რასაც აღწევს ინდივიდუალური მიდგომით, თანამედროვე პროდუქტებით, არომატების უდიდესი არჩევანით, სწრაფი მომსახურებითა და "Made in Germany" ხარისხით.

REIMA AirConcept, როგორც არომატული მოწყობილობების, სურნელებისა და სხვა არომატული პროდუქტების მწარმოებელი, პოპულარულია ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ.

AROMA MARKETING GEORGIA

კომპანია 2015 წელს დაფუძნდა.ის საქართველოში გერმანული კომპანია REIMA Air Concept-ის წარმომადგენელია.AROMA MARKETING GEORGIA-ს ქართველი და გერმანელი სპეციალისტები თავიანთი კლინეტებისათვის საუკეთესო შეთავაზებებს ქმნიან.

imageკერძოდ, AROMA MARKETING GEORGIA გერმანული REIMA AirConcept-ის ექსკლუზიური წამრომადგენელია საქართველოში და მომხმარებელს სთავაზობს 250-მდე ბრენდირებულ სურნელს ადგილზე (გასურნელოვნების ტექნიკური აღჭურვილობით), ინდივიდუალური დაკვეთით და ამასთანავე, ექსკლუზიური სურნელის შექმნის შესაძლებლობას ლაიფციგის ქარხანაში.

კომპანია აწარმოებს და ყიდის სხვადასხვა სურნელს, არომატს, რომელიც მომხმარებელ კომპანიას ხელს უწყობს კლიენტების მოზიდვასა და სტიმულირებაში.

image

AROMA MARKETING GEORGIA-ის პროდუქციის უპირატესობად სახელდება ის, რომ თვითონ სურნელი შეიცავს 2 კომპონენტს:1.აბსორბერს, რომელიც სრულად აღმოფხვრავს უსიამოვნო სუნს და 2. არომატს, რომელსაც სივრცეში მომხმარებლის მიერ შერჩეული სურნელი შემოაქვს.

ქართულმა არომა მარკეტინგმა უკვე შეძლო ბრენდის მიმართ მომხმარებელთა ლოიალობისა და გაყიდვების ზრდისათვის მიღწევა.

imageimageრომა მარკეტინგის განვითარების პერსპექტივა

საქართველოში

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Scent marketing შედარებით ახალი მიმართულებაა მარკეტინგის სფეროში და საქართველოში ტავიდან გაუჭირდათ არომა მარკეტინგის სერიოზულ მარკეტინგულ სვლად აღქმა.ქართული ბიზნეს ორგანიზაციათა უმრავლესობისათვის ეს მხოლოდ სასიამოვნო სურნელი იყო და მეტი არაფერი, თუმცა კომპანიათა ნაწილმა ("თერმა სერვისი", "თიბისი ბანკი") მალევე გააცნობიერა, რომ არომა მარკეტინგი საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მომხმარებელზე და სათანადო ყურადღება დაუთმო ახალ მიმართულებას.

imageimage

საქართველოში არომა მარკეტინგი სულ უფრო ვითარდება, მის მიმართ ინტერესი დიდია, რასაც მომხმარებელთა მუდმივად მზარდი მაჩვენებელი მოწმობს.

0
132
4-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0