საზოგადოება „ოქუაშვილს ერთხელაც არ მოვუკითხივართ, იმასთან ერთადაა, ვინც იარაღს გვადებდა და ძირს გვყრიდა“ 2018, 25 ნოემბერი, 21:14 ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახო ხუზმიაშვილი განცხადებას ავრცეკებს და წერს, რომ იბერია თავიდანვე მსხვერპლად იყო ჩაფიქრებული. ის წუხს, რომ არხის მფლობელს ზაზა ოქუაშვილს ტელევიზიის თანამშრომლები ერთხელაც არ მოუკითხავს და ასევე შეშფოთებულია იმითაც, რომ დღეს ბიზნესმენი ოქუაშვილი იმათთან ერთად არის, ვინც მანამდე ტელევიზიას არბევდა. „ამოვიდა ყელში! ამდენი თვეა დავდივარ და ზაზა ოქუაშვილს ვამართლებ და ვიცავ ყველგან და ამ კაცს ერთხელაც არ მოვუკითხივართ. ჩვენ ხო მარტო ჟურნალისტები არ ვართ! ხო ველაპარაკებით ჩვენ ჩვენ ოჯახებს, მეგობრებს, მეზობლებს - ეხლა ამათთანაც კი მრცხვენია. მის გვერდით მაშინ ვიდექი, როცა იბერიას არბევდნენ და მაშინ ვინც იარაღს გვადებდა და ძირს გვყრიდა, დღეს ოქუაშვილი იმასთან ერთადაა. აქამდე არავის უთქვამს რომ სიგარეტის ფაბრიკის პრესსამსახური ვიყავით და სიგარეტის გაყიდვებზე იყო დამოკიდებული დამოუკიდებელი ტელეკომპანია იბერია. ეთქვა მაინც მამაცხონებულს! ყველა ჩვენ ჩვენ არჩევანს გავაკეთებდით. რატო მაქვს პრეტენზია? იმიტომ რომ შეუძლებელია სადღაც მართალი იყო და სადღაც გადამგდები! რაც არ უნდა შეგვიფუთოს ამ კაცმა, რომლის გამო აქციებზე ხმა გვქონდა ჩახლეჩილი, იმის ღირსად მაინც უნდა ჩავეთვალეთ თავისივე თანამშრომლები რომ წესიერად აეხსნა რა უნდოდა და რა მოტივით გვიყენებდა ამდენი ხანი. ზაზა ოქუაშვილს მარტო სიგარეტის ბიზნესი არ აქვს და ამიტომ ვთხოვ პასუხს, მისი ერთი ბენტლის საბურავის ფასად, წესიერ და თავისუფალ ჟურნალისტებს ვალს გადაუხდიდა. ტეხავს ამ კაცზე რომ მიწევს ასე წერა, მაგრამ ის უფრო ტეხავს, ასე რომ იცავ და ყველას და ყველაფრის გადამგები რომ აღმოჩნდა. ყველაზე მეტად ვერ ვიტან მსხვერპლის პოზიციაში ყოფნას, მაგრამ როგორც ჩანს, არიან ადამიანები, ვინც ამ მდგომარეობით არა მხოლოდ სიამოვნებას ღებულობს, არამედ სარგებელსაც ნახულობს. ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ ტელეკომპანია „იბერია“ თავიდანვე ჩაფიქრებული იყო „მსხვერპლად“, ის სწორედ ამ მიზნით იყო შექმნილი და ოქუაშვილი მუდმივად ელოდებოდა მომენტს, როცა ამ მსხვერპლს ყველაზე სარფიანად შეწირავდა. ეს მომენტიც დადგა., “ - წერს ვახო ხუზმიაშვილი. 140 შეფასება არ არის
|