x
image
თამილა გურაშვილი
ალასკის ყველაზე მაღალ წერტილში ვულკანმა გაიღვიძა
image

ალასკაში გაიღვიძა ვენიამინოვას ვულკანმა - ეს არის შტატის უმაღლესი წერტილი. მან ხუთი კილომეტრის რადიუსით გადმოაფრქვია ვულკანური ფერფლი.

სიახლეები უკვე დადასტურებულია ალასკის ვულკანური ობსერვატორიაში, იუწყება LIGANews-ი.

შეერთებული შტატების მთავრობამ ტერიტორიის ეს ნაწილი ფრენისთვის დახურა. ქარი ფერფლს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ავრცელებს.


შეგახსენებთ, რომ ალასკის უმაღლესი წერტილი ვენიამინოვის ვულკანია, რომელიც მდებარეობს ნახევარკუნძულის ცენტრში. უახლოესი ქალაქი პერივილია, ვულკანიდან 40 კმ-ის დაშორებით. ამ ქალაქის მცხოვრებლებმა დაინახეს პირველად ვულკანური ფერფლის ამოფრქვევა.


imageimage

ვულკანმა გაიღვიძა 2018 წლის 4 სექტემბერს, მაგრამ ახლა მისი აქტიურობა გაიზარდა. ყველაზე ძლიერი ამოფრქვევები 1939, 1956 და 1983 წლებში დაფიქსირდა.




0
119
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0