''ყველაზე ძერსკები'', ''ყველაზე საყვარლები'', ''ყველაზე გამოსულები'' ''ყველაზე დაცემა ხალხი'' და მსგავსი სათაურები ქართულ ინტერნეტ სივრცეში ალბათ ყველას შეგხვედრიათ. ჯერ იყო და ოდნოები გადაჭედეს, ეხლა Facebook-საც მიადგნენ.
ზოგს შეიძლება ეგონოს რომ რადგან ამას ვწერ მე ძალიან მახინჯი ვარ, ალბათ ძალიან ცოდო და მშურს მათ პოპულარობის ვინც ამ გვერდებს ამშვენებს, მაგრამ ესე არ არის. უბრალოდ არ მესმის რატომ შეიძლება გაგიჩნდეს სურვილი გააკეთო ათასი გვერდი და დაყარო ერთი და იგივე ადამიანების სურათები, კომენტარებით ''' აუ რა ''L''იამაზიააა, დააკომენტარეთ ALL'' და ასე შემდეგ.
რატომ უჩნდებათ იმის სურვილი რომ სხვა შენს ზემოთ დააყენო მხოლოდ იმიტომ რომ სურათში ტუჩები კარგად აქვთ გამობზეკილი და ფოტოშოპით ისე აქვთ დამუშავებული სახე, ქუჩაში რომ შეგხვდეს ვერც იცნობ, თუმცა ზოგჯერ ისეთი გოგოების სურათებს შეხვდები მარტო იმას ფიქრობ მის საქართველოზე ყოველთვის მახინჯები რატომ იმარჯვებენ.
აქაც როგორ ბნელა