x
image
ლანა92
ელსუორთ სტატლერი - ყველა დროის საუკეთესო სასტუმროს მენეჯერი

თანამედროვე სასტუმროების ისტორია იწყება ღამის თავშესაფრებით, დუქნებითა და ტავერნებით, რომლებიც მგზავრებს დაძინებას და კვებით მომსახურებასაც სთავაზობდნენ. პარალელურად, ისინი ითავსებდნენ საზოგადოებრივი თავშეყრისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის ფუნქციებს. სატრანსპორტო სისტემის განვითარებამ მნიშვნელოვნად გაზარდა მგზავრთა ნაკადი და შესაბამისად, მოთხოვნა ღამის გასათევზე, რამაც განაპირობა სასტუმროთა წარმოშობა.

პირველი სასტუმროს ტიპის საწარმო დაარსდა 1794 წელს, ნიუ-იორკში, ბროდვეიზე, 70 ნომრით, ხოლო მოგვიანებით - 1829 წელს ბოსტონში გაიხსნა 170-ოთახიანი "Tremont House", ოთახზე მომსახურების სისტემით. თანდათან სასტუმროს ტიპის საწარმო იხვეწებოდა ფართო ჰოლით, მდიდრული სათავსოებით, ლიფტებით, სამეჯლისო დარბაზებითა და ფეშენებელური რესტორნებით.

პირველი თანამედროვე ტიპის სასტუმრო

სტატლერი

ერთ-ერთი პირველი სასტუმრო, რომელიც მომსახურების ხარისხითა და სპექტრით შედარებით ყველაზე ახლოს დგას თანამედროვე ტიპის სასტუმროებთან, იყო სპეციალიზებული, ბიზნესმენებისათვის განკუთვნილი, რომელიც 1908 წელს, აშშ-ის ქალაქ ბუფალოში, ყველა დროის საუკეთესო სასტუმროს მენეჯერმა, ამერიკელმა ელსუორთ სტატლერმა (1863-1928) გახსნა. ეს იყო 300-ნომრიანი და 300-აბაზანიანი სასტუმრო, რომელიც გამოირჩეოდა ერთიანი საკანალიზაციო სისტემით, ტელეფონებით, ცალკე, ინდივიდუალური საპირფარეშოებით, უფასო დილის გაზეთის სერვისით, საკითხავი ლამფებით, ნომრების რადიოფიცირებით, აბაზანის კეთილმოწყობით, საწერი მოწყობილობებით, ერთმანეთთან ახლოს განლაგებული სამზარეულოებითა და რესტორნებით.

ელსუორთ სტატლერმა პირველმა ბუფალოს ცენტრში მომუშავე ბიზნესმენებს "25-ცენტიანი სადილები" შესთავაზა და ინვესტორების მიერ "სახლში მჭამელთა" ქალაქად სახელდებული ბუფალოს მოსახლეობა გარეთ სადილობას მიაჩვია.

სტატლერმა ბუფალოს სასტუმროზე უფრო ადრე მსოფლიოში უდიდესი, 2257-ნომრიანი სასტუმროც დააარსა. პირველმა სწორედ მან შემოიტანა უმაღლესი დონის კომფორტი და საცხოვრებელი პირობები საშუალო კლასის ტურისტთათვის.

ძირითადი ლიტერატურა: აბულაძე კ., "სასტუმრო საქმის საფუძვლები", თბილისი, 2015

0
95
2-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0