საზოგადოება ცოტნე გამსახურდია: "მოვკვდე და არ მესმის, როგორ იყიდებიან ხუთ კგ კარტოფილზე" 2018, 18 ნოემბერი, 16:10
ცოტნე გამსახურდია რუსთავი -2-ზე, შაბათის კურიერში გასულ სიუჟეტს სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:
"არ ვმორალისტობ და არ ვტრაბახობ, მაგრამ მოვკვდე და არ მესმის, როგორ იყიდებიან ხუთ კგ კარტოფილზე... არ მეცოდებიან ასეთები, უარეს დღეში უნდა იყვნენ! საერთოდ, "მიჭირს" და "არ მაქვს" ფრაზებით ნებისმიერი საძაგლობა შეიძლება გაამართლო. На нет и суда нет, როგორც იტყვიან რუსები. ამგვარმა მიდგომამ გააჩათლახა ეს ხალხი და მათხოვრობა პროფესიად უქცია, გლეხსაც, ბიზნესმენსაც და პოლიტიკოსსაც! რამდენჯერ დავკვირვებივარ ქუჩაში: მიდის ჩვეულებრივი საშუალო ასაკის ქალი და თუ უცხოელი ან მდიდრულად ჩაცმული ჩაუვლის, ხელს გაუწვდის ხოლმე მაშინალურად...
როდესაც ღირსება დაკარგული გაქვს, აღარ უნდა გაგიკვირდეს, რომ მონასავით მოგექცევიან ვინც მიცნობს დიდი ხანია, იცის, თვეში ორმოცდაათ ლარზეც მიცხოვრია, დამწვარ სახლშიც, ქოხშიც, მწყემსების კარავშიც, მაგრამ არასდროს მიფიქრია ვინმეს ხელის ბიჭი გავმხდარიყავი. პირიქით, უფრო ხისტი და ჯიუტი ვიყავი, ვიდრე დღეს. ესენი რა ადგილით ფიქრობენ ნეტავ..."-წერს გამსახურდია.
"კურიერის" ინფორმაციით ივანიშვილის გუნდი გარდაბანში ამომრჩეველს მოსყიდვის მიზნით 20 ლარს, 5-5 კილოგრამ კარტოფილს და ხახვს ურიგებს, ხოლო ურჩებს იარაღით ემუქრებიან. 375 2-ს მოსწონს
|