x
image
ანგელოზი
ხმალკუდა - კიბომორიელი

imageეს გახლავთ ფეხსახსრიანთა ჯგუფის ცხოველი, რომელსაც სახელი მისი გრძელი და მსხვილი კუდის გამო დაარქვეს. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ეს უცნაური არსება დედამიწაზე უკვე 440 მილიონი წელია რაც ცხოვრობს, და ეს, უპირობოდ ანიჭებს უძლეველი ცხოველის სტატუსს. ისინი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტროპიკული ზღვების მეჩხერ წყლებსა და ჩრდილოეთ ამერიკის ატლანტის ოკეანის სანაპიროებზე ბინადრობენ, ზოგჯერ ისინი მდინარეების შესართავებშიც ადიან. დღესდღეისობით ხმალკუდას ოთხი სახეობაა შემორჩენილი, დანარჩენები გადაშენდნენ ან ამოწყდნენ.
მათი სხეული სქელი ჯავშნითაა დაფარული, რომელსაც, თუ ზემოდან დავხედავთ, ცხენის ნალის ფორმა აქვს. ხმალკუდები სიგრძეში 60 სანტიმეტრამდე აღწევენ. მათი ჯავშანი არა მარტო დამცავი საშუალება, არამედ მძიმე მინერალიზებული საფარია, რომელზეც და რომელშიც ცხოველის სასიცოცხლო დანიშნულების ორგანოებია მოთავსებული. მაგალითად, მისი თვალები ზედ ჯავშანზე მდებარეობს, ის მხოლოდ ზემოთ იცქირება და არა გვერდით ან ქვემოთ. ხმალკუდას შეიძლება ოთხი თვალიც ჰქონდს, ზოგი გვერდებზეა განთავსებული, ზოგი წინ და ზოგიც ზემოთ. მისი თვალები საკმაოდ მარტივი აგებულებისაა და მხოლოდ ამა თუ იმ ობიექტის მოძრაობას აფიქსირებს. მის წინა თვალებს ერთი უნიკალური თვისება აქვთ, შეუძლიათ დააფიქსირონ ზოგიერთ ნივთიერებაში კონცენტრაციის ცვლილება.
მისი ტანი ორ ნაწილად იყოფა: წინა - თავ-მკერდის და უკანა - მუცლის. თითოეულ ნაწილს ცალ-ცალკე ჯავშანი აქვს, ეს იმიტომ, რომ თითოეული ნაწილის მოძრაობა დამოუკიდებლად მოხდეს. წინა ნაწილს ექვსი თათი აქვს, ხუთი, გრძელი, სამოძრაოდ და ერთი, მოკლე, საკვების მისაღებად. მას კბილები არ აქვს, ამიტომ საკვებს წინა თათებით აქუცმაცებს და ყლაპავს.
ხმალკუდა ძალიან მოძრავია - ზურგზე გადაბრუნებულიც კი სწრაფად უბრუნდება საწყის პოზას.
ხმალკუდები 19 - 20 წელი ცხოვრობენ, ისინი მთელ ცხოვრებას მწირ წყლებში 10 - 15 მეტრის სიღრმეზე ატარებენ და, ძირითადად, მოლუსკებით იკვებებიან. ისინი ქვირითის მეშვეობით მრავლდებიან მხოლოდ მაშინ, როდესაც 12 წელს აღწევენ. ამ დროს ისინი ქვიშიანი პლაჟებისკენ მიიწევენ, თხრიან შიგ ორმოს და მდედრი დაახლოებით 1000 ქვირითს დებს, მამრი, რომელიც მდედრის ჯავშანსაა მიკრული, ელოდება მთელ ამ პროცესს, რის შემდეგაც იგი ქვირითს ანაყოფიერებს. ამის მერე წყვილი სამუდამოდ ტოვებს იქაურობას, ქვირითის განვითარება კი თავისთავად ხდება მიწის შუაგულში. გამოჩეკილი თავკომბალასმაგვარი პატარა ხმალკუდა წყლისკენ მიიწევს, იგი მუცლით ზემოთ ცურავს და თავის მშობლებზე ერთი წყვილით ნაკლები ფეხი აქვს. მართალია მისი სიკვდილიანობის ალბათობა ქვირითად ყოფნისას საკმაოდ მცირეა, დაახლოებით 10%, სამაგიეროდ ახლად გამოჩეკილ საბრალო პატარებს ბევრი მტერი ჰყავთ.
ზოგიერთი შინაგანი ორგანოს გარდა პატარა ხმალკუდებს ყველაფერი ჩამოყალიბებული აქვთ და საკმაოდ დამოუკიდებლებიც არიან.
ხმალკუდებს ადამიანები საკვებად არ გამოიყენებენ, თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე ადგილობრივ ტომს. მოხარშვისას, მას მყრალი სუნი აქვს, მისი ხორცი კი საშინელი გემოთი გამოირჩევა, ისინი ხშირად შხამსაც გამოყოფენ. ხმალკუდებს, ძირითადად, სასუქად გამოიყენებენ და ამისთვის ყოველწლიურად ათასობით იჭერენ.
imageimageimageimageimage



image

3
99
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ანგელოზი
ანგელოზი
99
  
2012, 11 ივლისი, 21:34
პლუს ერთი ))
2012, 11 ივლისი, 21:31
საჭიროებისამებრ გამოყოფს შხამს...
2012, 10 ივლისი, 21:14
შხამიანია ?
0 1 3