x
image
თამილა გურაშვილი
ელიზაბეტ ტეილორის წარმოუდგენელი სილამაზე იშვიათი გენეტიკური მუტაციის შედეგი იყო

image
ჰოლივუდის ვარსკვლავი და მომხიბვლელი მსახიობი ელიზაბეტ ტეილორი მრავალმხრივი ნიჭით და საოცარი სილამაზით იყო დაჯილდოებული. იმ წლებში, როცა მსახიობმა კარიერა დაიწყო, ჯერ არ იყო პლასტიკური ოპერაციები და მისი სილამაზე სხვა მსახიობების ფონზე მკვეთრად გამოირჩეოდა. ერთხელ ფილმის "ლესის დაბრუნება"- ს როლზე შერჩევისას რეჟისორმა სთხოვა მსახიობს, სახიდან კოსმეტიკა მოეშორებინა, რაზეც მსახიობმა გაიცინა და უპასუხა, რომ ის არ იყო შეღებილი.

პასუხი მარტივია - ელიზაბეტს დისტიხიაზის იშვიათი მუტაცია ჰქონდა. ეს ანომალია საკმაოდ იშვიათია და ადამიანებში დაახლოებით 1 გვხვდება 1 000 000- ში. ხასიათდება წამწამების მეორე რიგის გამოვლინებით, რაც თვალს განსაკუთრებულად გამოხატავს. ამავე დროს, ელიზაბეტს ძალიან უჩვეულო ფერის თვალები ჰქონდა: ლურჯი იისფერი ელფერით. image


მაგრამ ნებისმიერი მედალს აქვს მეორე მხარე. ასე რომ, 2011 წლამდე, გარდაცვალებამდე, მსახიობი მრავალ დაავადებას ებრძოდა, რაც ექიმების აზრით, ამ მუტაციასთან ასოცირდებოდა. მას ჰქონდა გულის დაავადება, გაიკეთა რამდენიმე ოპერაცია თავის ტვინზე, ამოღებული ჰქონდა საშვილოსნოს ნაწილი და ასევე, ჰქონდა ალკოჰოლური და ნარკოტიკული პრობლემები.image


თუმცა ყველა ცნობილი მსახიობი აღნიშნავდა მის ძლიერ ხასიათს და ნებისყოფას. ელიზაბეტ ტეილორმა საშინელი დიაგნოზების მიუხედავად, 79 წლამდე იცოცხლა.


0
262
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
262
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0