x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქალმა 65 კილოგრამი დაიკლო მას შემდეგ,როდესაც შეიტყო,რომ ქმარი ღალატობდა
image

ევგენია ვორობიოვამ ირკუტსკიდან საკუთარი ისტორია გაუზიარა რუსულ მედიას.31 წლის ქალი ამჟამად ეძებს ახალ სიყვარულს, ცოტა ხნის წინ ის გახდა ტელეშოუს «Давай поженимся»-ს გმირი.


-თავიდანვე არ ვიყავი მსუქანი და არც გამხდარი მეთქმოდა, 46 ზომის ტანსაცმელს ვატარებდი და ვიწონიდი 72 კგ, მამაკაცების მხრიდან უყურადღებობას არ განვიცდიდი, საკმაოდ ადრე გავთხოვდი, თუმცა პირველი ქორწინება უიღბლო გამოდგა და მალევე დავშორდით, შემდეგ გავიცანი რომანი, შეგვიყვარდა ერთმანეთი და მალევე დავქორწინდით, -აღნიშნავს ევგენია.

image



პირველი მშობიარობის შემდეგ, ევგენიამ შეამჩნია, რომ წონაში მოიმატა, ფიქრობდა წამოიჩიტება ბიჭუნა და შემდეგ ჩავდგენი ფორმაშიო, თუმცა 1, 5 წლის შემდეგ მეორედ დაფეხმძიმდა და უკვე ისე, რომ თვითონაც ვერ შეამჩნია, ერთხელაც აღმოჩინა, რომ 117 კილოგრამს იწონიდა.

image

ქმარი ევგენიას აშვიდებდა და ეუბნებოდა, რომ მისი ფორმები მოსწონს, მაგრამ შეატყო, რომ მის მიმართ ქმარი აშაკარად გულგრილი გახდა, იგი დიდხანს იკარგებდა სახლიდან.თუ სახლში იყო, გამუდმებით ტელევიზორს უყურებდა და უხეშად ექცეოდა ცოლ-შვილს, მალევე შეიტყო, რომ ქმარი ღალატობდა, მას შემდეგ რაც მისი მობილურის მიმოწერა აღმოაჩინა, როგორც გაირკვა მისმა მეუღლემ რომანი გააბა ყოფილ ყოფილ შეყვარებულთან.

image

ევგენიამ ქმარი სახლიდან გააძევა, ამის შემდეგ დაეწყო დეპრესია, მარტო დარჩენილს ორ შვილთან ერთად ძალზე უჭირდა, ბანკის ვალები ახრჩობდა, დაიწყო მუშაობა, მოეწყო სილამაზის სალონში ლაშმეიკერად(წარბების ოსტატი) და დაისახა მიზნად 65 კილოგრამის დაკლება.

image

-თქმა ადვილია, შესრულება ძნელი-იხსენებს ევგენია-პირველ რიგში კვების რაციონს გადავხედე და ყოველდღიურად კალორია 1500 ერთეულით შევამცირე, ძეხვი და ბუტერბროდები ბოსტნეულის და ზღვის პროდუქტებით შევცვალე.


სამ თვეში პირველი შედეგი მიიღო, დაიკლო 15 კილოგრამი, 1 წელიწადში კი 60 კილოგრამი დაიკლო.

imageimage
image


ამჟამად ევგენია ვირიბიოვა "ინსტაგრამის" ვარსკვლავია, ათიათასობით ხელისმომწერი ჰყავს და რეკლამიდან იღებს ჰონორარს, მამაკაცების ყურადღებაც არ აკლია“ცოტა ხნის წინ ის ტელეშოუს «Давай поженимся»-ს გმირი გახდა.

image

2
1841
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1841
  
2018, 21 ნოემბერი, 9:56
,,მერე, მერე, რომ გაიგო, რა თქვა ქმარმა?,,)))
2018, 16 ნოემბერი, 22:36
აი ქალი, მარა მანამდე დაეკლო:დ
0 1 2