საზოგადოება ნიკა გვარამია:ძალადობა, კიდევ უფრო მეტად მძულს, ვიდრე მეჩითოვი და ვგმობ ყველანაირ ძალადობას მის წინააღმდეგ 2018, 12 ნოემბერი, 18:27 ![]() "იური მეჩითოვი მეზიზღება, ჩემი ქვეყნის მტერია და ყველაფერი, ადამიანის გარდა. მაგრამ, ყველაზე სამარცხვინო აზრის გამოთქმის საპასუხოდ ძალადობა, კიდევ უფრო მეტად მძულს, ვიდრე მეჩითოვი და ვგმობ ყველანაირ ძალადობას მის წინააღმდეგ." ![]() მეჩითოვი ტელესიუჟეტში ასე იხსენებს 9 აპრილის მოვლენებს:"აქციის მონაწილეები 13-დან 25 წლამდე იყვნენ ძირითადად. მხოლოდ ახალგაზრდები. მონაწილეების 90% შეიკრიბა იმიტომ, რომ 9 აპრილი შოუ იყო და ისინი შოუს მონაწილეები იყვნენ. ეს იყო კრიმინალური აქტი, აქციის ორგანიზატორების მხრიდან, რათა მიეღოთ ასეთი შედეგი. ეს იყო გეგმა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. არავის სურდა ვინმეს მოკვლა. ისინი ყველა ჭყლეტაში დაიღუპნენ. 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა. ჭრილობები ჰქონდათ, მაგრამ ისინი განზრახ არავის მოუკლავს." იური მეჩითოვი იმასაც აღნიშნავს, საბჭოთა პერიოდში ხალხი ბევრად უფრო კარგად და ბედნიერად ცხოვრობდა, ხოლო Al Jazeera-ს ჟურნალისტს, რომელმაც შეკამათება სცადა საბჭოთა რეჟიმზე, განუცხადა, რომ ახალგაზრდებს "ტვინი გამორეცხილი" გაქვთ და ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას. 136 3-ს მოსწონს
|