საზოგადოება რა საერთო აქვთ შორენა ბეგაშვილსა და კიმ კარდაშიანს? - Google-ში ყველაზე "სერჩვადი" ვარსკვლავები 2018, 12 ნოემბერი, 12:44 როგორც აღმოჩნდა, Google-ში ყველაზე "სერჩვადი" ვარსკვლავები კიმ კარდაშიანი და შორენა ბეგაშვილი არიან. ანუ ცნობილი ადამიანები, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ხშირად ეძებენ Google-ში კიმ კარდაშიანია, ხოლო ის, ვისაც ყველაზე ხშირად ეძებენ საქართველოში - შორენა ბეგაშვილი. ორივე სექსსიმბოლოებად არიან აღიარებული. ამ ორს შორის, სხვა ბევრი მსგავსებაც შეიძლება აღმოაჩინო: ასე, მაგალითად:კიმ კარდაშიანი და შორენა ბეგაშვილი ერთმანეთს ჰგვანან კანისა და თმის ფერებით, ორივე შავგვრემნები არიან. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ორივე მათგანს კავკასიური გარეგნობა აქვთ. დიახ, არაფერი მოგესმათ, კიმ კარდაშიანი ხომ წარმოშობით სომეხია?! კიმმა ბევრჯერ სცადა გარეგნობის შეცვლა, თუმცა ყველაზე მეტად, თმის ბუნებრივი ფერი მოუხდა. შორენა ბეგაშვილი კი განსხვავებული თმის ფერით არავის ახსოვს.შორენა ბეგაშვილი და კიმ კარდაშიანი, ორივე სექსუალური უკანალით გამოირჩევა. კიმ კარდაშიანმა განსაკუთრებული პოპულარობა სწორედ თავისი მრგვალი ფორმების წყალობით მოიპოვა. ის არ მალავს, რომ თავისი სხეულის უმეტესი ნაწილი პლასტიკური ჩარევით აქვს შელამაზებული. რეალითი შოუში კიმმა აღიარა, რომ ყველა ნაწილის გადიდება საკუთარი სურვილით არ მომხდარა, ასე მაგალითად, უკანალი ავადმყოფობის გამო გაიკეთა, რადგან მას ფსორიაზი აწუხებდა, მკურნალმა ექიმმა კი ურჩია, რომ ინექციის გაკეთებით თავს აარიდებდა ამ ავადმყოფობის მავნე ზეგავლენას ვიზუალზე. ბეგაშვილი ხშირად გვანებივრებს მოშიშვლებული უკანალის ფოტოებით. ორივეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია მოდა, ტანსაცმლის მაღაზიები და "ბუტიკები". კიმის ერთ-ერთი პოპულრული რეალითი შოუა.. სრულად ნახვა + ფოტოები > > >172 5-ს მოსწონს 1-ს არა
|