x
image
თამილა გურაშვილი
 ღვინის საიდუმლო,რომელიც ყველა ქართველმა უნდა იცოდეს

image
ერთმა კაცმა სუფრაზე ღვინო არ დალია.
«რატომ არ სვამო»- ჰკითხეს და კაცმა უპასუხა: «იმიტომ, რომ ვიცი ვისი დაყენებულიც არისო»
— რას ამბობ, ნატურალურია, ხატზე დავიფიცებ — შეიცხადა მასპინძელმა.
— შეიძლება ნატურალურიც არის, მაგრამ ღვინო რომ წამლად შეგერგოს, მარტო ეგ არ კმარაო, — უპასუხა კაცმა.
— აბა კიდევ რა არის საჭირო? — ჰკითხა მასპინძელმა.
— აბა, ჯერ შენ მიპასუხე, თუ იცი, ჩვენი წინაპრები როგორ წურავდნენ ყურძენს?
— საწნახელში იდგნენ და ფეხებით ჭყლეტდნენ, — უპასუხა მასპინძელმა.
— მთავარი გამოგრჩა: ამ დროს მღეროდნენ, გალობდნენ, მხიარულობდნენ, და იცი რატომ? — იკითხა სტუმარმა.
— არ ვიცი, — მხრები აიჩეჩა ოჯახის უფროსმა.
— იმიტომ, რომ დაწურულ ყურძენს უცნაური მეხსიერება აქვს, ის იმახსოვრებს იმ სულს, იმ გარემოს, რა გარემოშიც იქცევა წვენად და ის სული ცოცხლდება შემდეგ ღვინოში.
ამიტომაც ხარობდნენ ჩვენი წინაპრები ყურძნის დაწურვისას, რომ ღვინო გამხდარიყო სამხიარულო, სასიყვარულო, საჯანმრთელო, და სასიკეთო.
— მერე?
— მერე ის, რომ ვინც ეს ღვინო დააყენა და მოგყიდა, ვიცნობ იმ კაცს, მის ოჯახში სულ ჩხუბი და აყალმაყალია, ბოროტი სული ტრიალებს მაგის სახლში და მისი ღვინოც ბოროტი სულის მატარებელი იქნებაო, — უპასუხა კაცმა.
შეგონება: თუ გინდა შეგერგოს და სხვასაც შეარგო, — ღვინოს ნურც გააკეთებ და ნურც დალევ ცუდ გუნებაზე.

0
238
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0