x
image
თამილა გურაშვილი
სერიალ"დაკარგულები"-ის რეალური სცენარი- სად გაქრნენ მგზავრები 1983 წელს სამხრეთ კორეის ბოინგიდან?

image
1983 წლის 1 სექტემბერს სამხრეთი კორეის ბოინგ -747 საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ფრენინას სახალინთან ჩამოვარდა. ბორტზე 269 მგზავრი იყო. ეს ინციდენტი სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალია. ამბობენ, რომ სერიალ "Lost" - ის (დაკარგულები) შემქმნელები კორეის ბოინგის სიკვდილის საიდუმლო გარემოებებით შთაგონებულნი იყვნენ. ეს გასაკვირი არ არის, ამ კატასტროფასთან დაკავშირებული დამაინტრიგებელი მოვლენები და ფაქტები არაერთ სერიალს ეყოფოდა.

ეჭვგარეშეა, რომ თვითმფრინავი ახორციელებდა სადაზვერვო მისიას. ის მიფრინავდა საიდენტიფიკაციო სიგნალების გარეშე და მარშრუტიდან 500 კილომეტრით გადაუხვია. ამის გამო საბჭოთა ჯარებმა რეისი KAL-007-ზე Су-15 გამანადგურებლის დახმარებით შეტევა განახორციელეს. თუმცა, ეს მართალია, თუ არა ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცითimage

მომდევნო პრელუდია განვითარდა, როგორც სერიალ დაკარგულებში. საბჭოთა საჰაერო სივრცეში KAL-007 ფრენის დაწყებამდე დაახლოებით ორი საათით ადრე, აშშ-ს სახმელეთო კონტროლის სამოქალაქო კონტროლიორებში გაიმართა შემდეგი საუბარი: -"ჰეი, ბიჭები, იქ ვიღაც ახლოვდება რუსეთის საჰაერო თავდაცვის ზონაში". - "შენ რა ხუმრობ? ეს არ შეიძლება ასე იყოს" - "ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ." ეს იყო ნათლად დოკუმენტირებული დისპეტჩერიზაციის ჩანაწერი. კითხვა მდგომარეობს შემდეგში:- რატომ არ გაფრთხილეს სამხრეთ კორეის ლაინერის ეკიპაჟი?

კორეის თვითმფრინავი, რომელიც ახორციელებდა ფრენას KAL-007 გააკეთა მარშრუტი ნიუ იორკი - ანკორიჯ - სეულში. კორეის აეროპორტში დაახლოებით 6 საათზე უნდა ყოფილიყო. მაგრამ რეისი აგვიანებდა.7.20 საათზე, კორეის ავიახაზების წარმომადგენლები დაუკავშირდნენ შემხვედრებს და აცნობეს, რომ გაუთვალისწინებელი გარემოებები წარმოიქმნა ფრენის დროს, თუმცა, ლაინერს საწვავი კიდევ 3 საათი ეყოფოდა, ამიტომ სანერვიულო არაფერი იყო. ოფიციალურ პირებს სხვა დეტალები არ მოუწვდიათ. ამ დროს ამერიკაში შვიდ საათიან სიუჟეტში ABC- ს არხზე, გადასცემდნენ, რომ კორეის ბოინგი 007 გაქრა რადარიდან.ამავე დროს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმეს აეხსნა რატომ იყვნენ ასე დაინტერესებული ამერიკული ტელევიზიები კორეის თვითმფრინავის გაუჩინარებით.image



ზუსტად 10:00 საათზე, როდესაც თვითმფრინავს საწვავი უნდა გათავებოდა, კორეის ახალ ამბებში გააჟღერეს სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება. მან თქვა, რომ თვითმფრინავში ყველაფერი კარგადაა, მან გააკეთა გადაუდებელი დაშვება სახალინზე, ხოლო, ეკიპაჟი და მგზავრები არიან სრულიად უსაფრთხოდ. ერთი საათის შემდეგ, კორეის ავიახაზების ვიცე-პრეზიდენტიც გამოვიდა და თქვა, რომ რეისი 007-ის მგზავრების სახლში დაბრუნებას პირადად გაუწევდა კონტროლს.

"24 საათის განმავლობაში ეს პრობლემები მოგვარდება და გპირდებით, რომ დავაბრუნებ მათ". ამავდროულად, ინციდენტის ზოგიერთი დეტალი გამოცხადდა. სავარაუდოდ, სახალინზე დაჯდომა საბჭოთა საჰაერო ძალების მიერ იძულების წესით მოხდა.

რასაკვირველია, ამას არ შეიძლებოდა, რომ არ გამოეწვია კორეის გაღიზიანება, მაგრამ ამ განცხადების შემდეგ ბევრი მათგანი მშვიდად წავიდა სახლში. ეს სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელებულა ... ერთი საათის შემდეგ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში იაპონიის საელჩოს შეატყობინა (სსრკ-ს არ ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ კორეასთან), რომ რეისი 007 არ დამჯდარა სახალინზე და საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებს არ ჰქონდათ ინფორმაცია თვითმფრინავის ადგილმდებარეობის შესახებ.

რამდენიმე დღის შემდეგ, საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად აღიარა, რომ მათმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდო თვითმფრინავი, რომელმაც დაარღვია საბჭოთა საჰაერო სივრცე, მათ განაცხადეს, რომ ისინი არ პასუხობდნენ გაფრთხილებას. გამოცხადდა ზუსტი დროც - 22.26 სააათი, ადგილობრივი დროით. თუმცა, არსებობს დოკუმენტური ჩანაწერები ფრენის რეისი KAL-007-ის, რომელიც გამოჩნდა ჰაერში 50 წუთის მერე საბჭოთა გამაანადგურებლის დარტყმის შემდეგ. მათ დახმარებისთვის არანაირი სიგნალები არ გაუგზავნიათ. ამან წარმოქმნა ვერსია, რომ საბჭოთა პილოტმა სხვა თვითმფრინავი ჩამოაგდო, სავარაუდოდ, ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი RC-135, რომელიც ძალიან ჰგავს Boeing 747- ს.

საინტერესოა, გენადი ოსიპოვიჩის, საბჭოთა გამანადგურებელის Su-15- ის მფრინავის აზრი, რომელმაც თვითმფრინავი ჩამოაგდო, ის დარწმუნებულია, რომ მისი სამიზნე არ იყო სამოქალაქო თვითმფრინავი. კერძოდ, ოსიპოვიჩს ეჭვი ეპარება, რომ ასეთი მსხვილი თვითმფრინავი, როგორიც Boeing 747- ია შეეძლო მხოლოდ ორი R-60 ტიპის რაკეტას ჩამოეგდო.

ბორტზე იყო 269 ადამიანი - მგზავრები და ეკიპაჟის წევრები. თუმცა, ძიებისას ექსპედიციამ აღმოაჩინა მხოლოდ გარდაცვლილთა მცირე ფრაგმენტები. დასავლური პრესაში გამოჩნდა ვერსია, რომ საბჭოთა ჯარისკაცებმა ცხედრები დაწვეს კრემატორიუმში კვალის დასაფარად.image

ერთერთი საბჭოთა მყვინთავი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ძიებაში იხსენებს : - "მე ძალიან მკაფიო შთაბეჭდილება დამრჩა, თვითმფრინავი ნაგავით იყო სავსე და იქ ხალხი არ იყო. როცა თვითმფრინავი ჩამოვარდება, თუნდაც პატარა. როგორც წესი, იქ უნდა იყოს ბარგი, ჩანთა, მინიმუმ - სახელურები ბარგისგან ... . ჩვენ თითქმის ერთი თვე ვმუშაობდით! ... იქ არ იყო საკმარისი ნივთები აღმოჩენილი, შესაძლებელია იმის თქმა, რომ ლაინერი, რომელიც კატასტროფიდან რამდენიმე კვირის შემდეგ აღმოაჩინეს, ფალსიფიკაცია იყო."

თვითმფრინავის გაუჩინარებიდან ერთი კვირის შემდეგ, ბოინგის პატარა ფრაგმენტები, ბარგის ნარჩენები იაპონიის ჰონსუჰუს და ჰოკაიდის კუნძულების სანაპიროზე გამორიყა. ექსპერტებმა გამოაქვეყნეს ვერსია, რომ მატერიალური მტკიცებულებები იაპონიაში გადმოიტანეს საბჭოთა სახალინის ტერიტორიიდან, სადაც ლაინერი ჩამოაგდეს. მაგრამ იყო ერთი საეჭვი გარემოება. ფაქტია, რომ 1983 წლის სექტემბერში არ იყო ისეთი ქარი, რომ ნარჩენები ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ტალღებს წაეღო. ამინდის პროგნოზებში ამტკიცებდნენ, რომ ძლიერი ქარი მთლიანად საპირისპირო მიმართულებით ქროდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თვითმფრინავის ნარჩენები იაპონიაში მხოლოდ სამხრეთიდან შეიძლებოდა მოხვედრილიყო, მაგრამ არა ჩრდილოეთიდან.

სამხრეთ კორეის თვითმფრინავის კატასტროფის შესწავლის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ინციდენტი გამოაცხადა "კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად, რომელიც არასოდეს უნდა დაივიწყონ".

ორი კვირით ადრე სამხრეთ კორეის რეისი KAL-007 სამგზავრო თვითმფრინავი ნომრებითNL-7442- იმყოფებოდა ვაშინგტონის ენდრიუს აეროპორტში სამი დღე. 1983 წლის 11-დან 14 აგვისტომდე. ამ საჰაერო სივრცეში, ენდრიუს აეროპორტიდან სხვათა შორის, დღესაც მოძრაობს ამერიკული საპრეზიდენტო თვითმფრინავი, აშშ-ს რეისი ნომერ პირველი. საინტერესოა, რომ ენდრიუს ავიაბაზაზე სამხრეთ-კორეის თვითმფრინავს ტექნოლოგიური მომსახურეობა ჩაუტარდა კომპანიის იმ კუთხით, რომელიც სპეციალურ ელექტრონული აღჭურვილობის მიწოდებაში არის ჩართული.

ისღა შეიძლება დავამატოთ, რომ სწორედ ეს რეისი ნომერით HK-7442- განახორციელებს იმ ავადსახსენებელ ფრენას 1983 წლის 1 სექტემბერს რეისით -KAL-007-ი.






0
162
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0