საზოგადოებრივი იაპონიაში არქეოლოგებმა გიგანტური ხმალი აღმოაჩინეს დღეს, 13:57 იაპონიაში, ტომიო მარუიამოს ბორცვის გათხრებისას, არქეოლოგებმა 2, 3 მ–ის «დაკოს» რკინის ხმალი აღმოაჩინეს. ასეთი სახელი იარაღმა, ტალღოვანი, გველის მაგვარი ფორმის გამო მიიღო. იაპონიაში, გათხრების შედეგად, 80–მდე მსგავსი იარაღია აღმოჩენილი, როგორც დაკრძალვის რიტუალის ატრიბუტი. მაგრამ, ეს — აღმოჩენილ იარაღებს შორის, ყველაზე გრძელი იყო. ხოლო, ტომიო მარუიამოს სამარხი და არტეფაქტები, IV საუკუნით არის დათარიღებული. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ხმალს უფრო ცერემონიული მნიშვნელობა ჰქონდა და მას ბრძოლაში არ იყენებდნენ. იმ პერიოდში, სარკეები და ფარები, ბოროტი სულებისგან, მიცვალებულთა დასაცავად გამოიყენებოდა და შესაძლებელია, ხმალი სპეციალურად იყო დაგრძელებული, რომ მისი ძალა გაზრდილიყო. სამარხში ბრინჯაოს სარკეც იყო, რომელიც ასევე უჩვეულოდ გამოიყურება. ჩვეულებრივ, სამარხებში, მრგვალი ფორმის სარკეებს აყოლებდნენ. ამ შემთხვევაში კი, მას ფარის ფორმა აქვს. პარამეტრები კი ასეთია: სიგრძე — 64 სმ. სიგანე — 31 სმ. და 5, 7 კგ–ს იწონის. მეცნიერებს ჯერ არ დაუდგენიათ, სამარხი ვის ეკუთვნის. მაგრამ, რადგან ძარცვის ნიშნები არ არის, იმედოვნებენ, რომ ბევრი რამის გაგებას შეძლებენ.
ალტერნატიული მკვლევარები, მითოლოგები და გიგანტოლოგები კი ამტკიცებენ, რომ იაპონიაში, რეალურად, შესაძლოა, გოლიათის სამარხი აღმოეჩინათ. მაგრამ, რადგან აკადემიური მეცნიერება მათ არსებობას უარყოფს და ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ მათი ჰიპოთეზა, დიდ ხანს დარჩეს «მართალი». რაც შეეხება ნეშტს, ის ან გაანადგურეს, ან საზოგადოებას დაუმალეს. აღნიშნული ვერსიის მტკიცებულება არ არსებობს. მაგრამ, ვიდეოჩანაწერის შეწყვეტის გამო, არქეოლოგების სიტყვებთან დაკავშირებით, ეჭვები ნამდვილად ჩნდება. არხის სხვა სიახლეები:* სახალისო ფოტოები და ანეკდოტები ქალებზე* ვინ მისცა ძველ ინდოეთს მაღალი ტექნოლოგიები?* ნაპოვნია მღვიმის მარგალიტის უდიდესი საბადო* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?134 2-ს მოსწონს
|