x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
იაპონიაში არქეოლოგებმა გიგანტური ხმალი აღმოაჩინეს

იაპონიაში, ტომიო მარუიამოს ბორცვის გათხრებისას, არქეოლოგებმა 2, 3 მ–ის «დაკოს» რკინის ხმალი აღმოაჩინეს. ასეთი სახელი იარაღმა, ტალღოვანი, გველის მაგვარი ფორმის გამო მიიღო. იაპონიაში, გათხრების შედეგად, 80–მდე მსგავსი იარაღია აღმოჩენილი, როგორც დაკრძალვის რიტუალის ატრიბუტი. მაგრამ, ეს — აღმოჩენილ იარაღებს შორის, ყველაზე გრძელი იყო. ხოლო, ტომიო მარუიამოს სამარხი და არტეფაქტები, IV საუკუნით არის დათარიღებული.


image


მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ხმალს უფრო ცერემონიული მნიშვნელობა ჰქონდა და მას ბრძოლაში არ იყენებდნენ. იმ პერიოდში, სარკეები და ფარები, ბოროტი სულებისგან, მიცვალებულთა დასაცავად გამოიყენებოდა და შესაძლებელია, ხმალი სპეციალურად იყო დაგრძელებული, რომ მისი ძალა გაზრდილიყო.


image


სამარხში ბრინჯაოს სარკეც იყო, რომელიც ასევე უჩვეულოდ გამოიყურება. ჩვეულებრივ, სამარხებში, მრგვალი ფორმის სარკეებს აყოლებდნენ. ამ შემთხვევაში კი, მას ფარის ფორმა აქვს. პარამეტრები კი ასეთია: სიგრძე — 64 სმ. სიგანე — 31 სმ. და 5, 7 კგ–ს იწონის.

მეცნიერებს ჯერ არ დაუდგენიათ, სამარხი ვის ეკუთვნის. მაგრამ, რადგან ძარცვის ნიშნები არ არის, იმედოვნებენ, რომ ბევრი რამის გაგებას შეძლებენ.


imageფარის ფორმის სარკე


ალტერნატიული მკვლევარები, მითოლოგები და გიგანტოლოგები კი ამტკიცებენ, რომ იაპონიაში, რეალურად, შესაძლოა, გოლიათის სამარხი აღმოეჩინათ. მაგრამ, რადგან აკადემიური მეცნიერება მათ არსებობას უარყოფს და ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ მათი ჰიპოთეზა, დიდ ხანს დარჩეს «მართალი». რაც შეეხება ნეშტს, ის ან გაანადგურეს, ან საზოგადოებას დაუმალეს. აღნიშნული ვერსიის მტკიცებულება არ არსებობს. მაგრამ, ვიდეოჩანაწერის შეწყვეტის გამო, არქეოლოგების სიტყვებთან დაკავშირებით, ეჭვები ნამდვილად ჩნდება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* სახალისო ფოტოები და ანეკდოტები ქალებზე

* ვინ მისცა ძველ ინდოეთს მაღალი ტექნოლოგიები?

* ნაპოვნია მღვიმის მარგალიტის უდიდესი საბადო

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
119
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0