x
image
lady.ge
სელებრითების "ამოჩემებული" სამოსი და აქსესუარები
imageალბათ ნებისმიერ ჩვენგანს გააჩნია ყველაზე, ყველაზე საყვარელი და ამოჩემებული სამოსი ან აქსესუარი. ქალებს ეს განსაკუთრებით გვახასიათებს. თქვენი არ ვიცი და მე პირადად ბევრჯერ დამმართნია "აჩემება" ჯინსებზე, ფეხსაცმელზე, მაისურზე.. გარეცხავ ისევ გაცვია, გარეცხავ ისევ და ასე მომდევნო გარეცხვამდე, გეგონება მეტი ჩასაცმელი არ გაგაჩნდეს. რა უნდა ქნა რომ იმ ერთადერთში გრძნობ თავს ასე კომფორტულად? ჰოდა თქვენ წარმოიდგინეთ როგორ გამიხარდა, როცა აღმოვაჩინე რომ ჩემნაირი "აჩემება" დაავადებით, სელებრითებიც ყოფილან დაავადებული. თან არა ერთი და ორი მათგანი, გაცილებით ბევრნი.. ჰოდა ვნახოთ ეხლა ვის, რის გარეშე არ შეუძლია ცხოვრება








მაგალითად, კეტი ჰოლმსს ეს ბეჟი ჩანთა ქონია აჩემებული

image
კრისტინ სტიუარტი ბეჭედს ვერ ელევა


image



სელენა გომესი კი საკუთარი სათვალის "ფანია" თურმე



image


მაილი კრუსს როგორც ჩანს, ეს სპორტული სტილის ბრიჯები "შეყვარებია" ნამეტნავად


image

რიზ ვიზერსპუნი კი ამ ლამაზ სანდლებს ვერ ელევა, მით უმეტეს ეხლა როცა ორსულადაა, ამგვარ სანდლებზე უკეთესს და კომფორტულს რას ჩაიცმევს კაცი?


image


მილა კუნისს კი ჩემი არ იყოს, ჯინსების "აჩემება" დამართნია


image

რიანას კი სათვალეების


image



დღეისათვის სულ ეს იყო. მომდევნო სტატიებში კიდევ ვიჭორავებთ სელებრითებზე და მათ "აჩემებებზე"

20
667
3-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
667
  
2013, 16 ივნისი, 3:25
ისე ბოლოს ბიონსი იყო და არა რიანააა :) თქვენ კი სეცდომა მოგსვლიათ
2012, 22 ივლისი, 19:25
ძალიან ხშირი მომხმარებელი ვარ ამ ვებ გვერდის... მომწონს თქვენი სტატიები:*:*
2012, 17 ივლისი, 1:00
ჰო, აშკარად არ გქონია იმიტომ რომ ასაკში შეცდი :))
2012, 17 ივლისი, 0:55
კარგი არ გამიცნო :D:D:D :D ზუსტი ასაკი არ ვიცი, ალბათ 19-20. ნაწერიდან გამომდინარე ვიფიქრე, რომ ახალაგზარდა იქნებოდი, სამწუხაროდ ვანსგასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. :((:DD
2012, 17 ივლისი, 0:52
არავითარი სურვილი არ მაქვს თქვენთან პირადი ნაცნობობის, ქალი კი მაგრამ ჩემი ასაკი ნამდვილად ვანგასავით გამოიცანით ალბათ :)))
2012, 17 ივლისი, 0:46
ძალიან გამაცინე.:DDრა დიდი მიხვედრა უნდა. დაგავიწყდა ეტყობა ეს რომ გიწერია აქ :DDD - "ალბათ ნებისმიერ ჩვენგანს გააჩნია ყველაზე, ყველაზე საყვარელი და ამოჩემებული სამოსი ან აქსესუარი. ქალებს ეს განსაკუთრებით გვახასიათებს." თან არ მეგონა თუ "ლედი" შეიძლება ბიჭი ყოფილიყო :DDDDDნამდვილად არ გიცნობ პირადად. ნეტა გიცნობდე!! :DD
2012, 17 ივლისი, 0:40
ჯერ ერთი რა იცი მე გოგო ვარ თუ ბიჭი? თუ პირადი ანტიპათია გაქვს ეგ სხვა საქმეა. ნამდვილად არ ვაპირებ ჭკუის სწავლება ვისმინო ვინმესგან. ნუ კითხულობთ ჩემ ნაწერებს საერთოდ, მე მგონი ამას არავინ გაძალებთ!
2012, 17 ივლისი, 0:35
სამსახურიც მაქვს და პირადი ცხოვრებაც გადასარევად აწყობილი. მე კი შენი სტატია არასდროს გამისაჩივრებია. :)) ჭკუის სწავლება ისაა რომ გითხარა, ესე მოიქეცი-მეთქი, მე გრამატიკულ შეცდომებზე მიგითითე და ნუ ბრაზდები. ჟურნალისტი გაწონასწორებული უნდა იყოს :)) სადაც მომინდება იქ დავწერ შეფასებას, მაგის ნებართვა არ მჭირდება ;) მადლობა კეთილი სურვილებისთვის!! :)))))) ცხოვრება მშვენიერია, ახალგაზრდა გოგო ხარ და მსუბუქად შეხედ ხოლმე მოვლენებს, ეს რჩევა იქნება.
2012, 17 ივლისი, 0:27
გმადლობთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მჭირდება მორალის კითხვა. სხვისთვის ჭკუის სწავლებით ის ადამიანები კავდებიან, ვისაც საკუთარი ცხოვრება აქვს მისახედი. თუ შეიძლება ჩემი სტატიების გასაჩივრებას და ზოგადად ჩემთვის მორალის კითხვას თავი დაანებეთ. მე არ გეხებით თქვენ. არც უსამსახურობას და წარუმატებლობას ვუჩივი. პირიქით ძალიან კმაყოფილი ვარ იმით რასაც ცხოვრებაში მივაღწიე და თქვენც გისურვებთ იგივეს, იმიტომ რომ დრო ფუჭად არ კარგოთ სხვების კრიტიკაში. წარმატებები!
2012, 17 ივლისი, 0:17
კი ქართულია, ჰკითხე შენს კორექტორს ან ქართული ენის სახელმძრავნელო გადმოიღე. :) ლიტერატურული ქართულით დაწერილსა და გამართული ქართულით დაწერილს შორის სხვაობაა. სალიტერატურო ენა სხვაა, სტატიის ენა - სხვა."მხოლოდ ლიტერატურული ქართულით ნაწერი არ არის დღეს მოთხოვნადი და გაყიდვადი ჩემო კარგო, ასე რომ დროს უნდა ავუწყოთ ნაბიჯები"- ნაბიჯები უნდა აუწყო იმას, რაც კარგია და გამართული. ამ სტატიაში რომ გიწერია სიტყვა "ნამეტნავად" ეს დროისთვის ფეხის აწყობაა თუ დასავლური კილოსთვის დამახასიათებელი კუთხური გამონათქვამი?
შენ რას გააკეთებ შენი საქმე, მე რას დავწერ - ჩემი და ვერავინ შემზღუდავს კორექტული აზრის გამოთქმის დროს და ვერ მიმითითებს, რომ ჩემს საქმეს უნდა მივხედო.სოციალური მედია იმიტომ არსებობს, რომ ყველა იყოს ჩართული. დემოკრატულ სახლემწიფოს ვაშენებთ და ცოტა ჩვენი ტვინიც უნდა მივახმაროთ და შეგნების უნარი ავიმაღლოთ!ვიღაც რაღაცაზე რომ მიგვითითებს "მიდი რაა, შენს საქმეს მიხედეს" პრინციპით არ უნდა ვიხელმძღვანელოთ. აქ თუ ვარ და აქ ვწერ ე.ი ამ მომენტშიესაა ჩემი საქმე!
ყველაზე მთავარი ეხლა თქვი, სამსახურში ამიყვანესო, შენარჩუნება და წისვლა სჭირდება ნებისმიერ სამსახურს. თორემ უმუშევარი და განათლებული ადამიანებით სავსეა ეს ქვეყანა. ისევ გაყიდვადსა და მოთხოვნადს იმეორებ და ძალიან საწყენია. თუ დახმარება დაგჭირდა შემიძლია კარგი წიგნებიც გირჩიო და შენ ჩემზე უკეთესად გაერკვევი როგორც შენ ამბობ, "სალიტერატურო ენაში". :))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10