x
image
დოზა26
დოსტოევსკის წიგნებიდან მთავარი ციტატები! (თეთრი ღამეები, იდიოტი, ძმები კარამაზოვები, ეშმაკნი, დანაშაული და სასჯელი და ა. შ)
image
დოსტოევსკი - რუსი რომანისტი, მწერალი და ესეისტი. დოსტოევსკის ლიტერატურული ნაწარმოებები უღრმავდება ადამიანთა ფსიქოლოგიას და აღიარებულია ერთ-ერთ უდიდეს მწერლად.

1) "თეთრი ღამეები"image

-არსებობს ღამეები, რომლებიც მხოლოდ მაშინ შეიძლება არსებობდნენ, როცა ახალგაზრდა ხარ. ეს არის ღამე, როდესაც ცა ისეა ვარსკვლავებით მოჭედილი, ისეთი ნათელია, რომ შეხედავ თუ არა, უნებურად საკუთარ თავს ეკითხები: ნუთუ ასეთი ცის ქვეშ გაბრაზებული და უხასიათო ადამიანებიც ცხოვრობენ? ასეთ ღამეებს ყველაზე მეტად მეოცნებეები აფასებენ. მეოცნებე ჩვეულებრივი ადამიანი არ არის. ძირათადად მოფარებულ ადგილებში სახლობს, თითქოს მზესაც კი ემალება. მეოცნებეს ნაცნობები არ ჰყავს, მაგრამ არც სჭირდება. ისედაც მთელს ქალაქს იცნობს. ამიტომაც არის, რომ ზაფხულის დამდეგს საოცარი სევდა იპყრობს – თითქოს მარტო რჩება. ვეღარ ხედავს ნაცნობ სახეებს. ისინი მას არ იცნობენ, მაგრამ ის იცნობს. მათ სახეებს უყურებს და ხასიათიც მათთან ერთად ეცვლება. სახლებსაც კი იცნობს. როცა მიდის, თითქოს თითოეული სახლი წინ ეგებება და ესაუბრება. ზოგიერთ მათგანთან მეგობრობს კიდეც. ხანდახან მეოცნებეს სევდა შეიპყრობს და თითქოს მის ირგვლივ ოცნების მთელი სამეფო ინგრევა, ნაკვალევის, ხმაურის გარეშე, უჩინარდება და მას თავადაც არ ახსოვს, რაზე ოცნებობდა. მაგრამ რაღაც უცნაური გრძნობა, ახალი სურვილი ეპარება გულში და ფანტაზიას უღვიძებს. ოთახში სიჩუმეა. მარტოობა და სიზარმაცე ოცნებას აღვივებს. ისევ ჩნდება ახალი ცხოვრება, ახალი სამყარო, ახალი ბედნიერება. მეოცნებე ათას რამეზე ოცნებობს: რომანტიკულ სიყვარულზე, უანგარო მეგობრობაზე, პოეტობაზე, … ამ ოცნებებში, ღამით უმიზნო ხეტიალში გადის მეოცნების ცხოვრება და თუ შემთხვევით რეალობას გაუსწორებს თვალს და ნამდვილ სიყვარულს იპოვის, მაშინ ბედნიერების ერთი წუთიც ოცნებად ექცევა, მაგრამ განა ეს ცოტაა, თუნდაც მთელი სიცოცხლისთვის?

2)"იდიოტი"image


თუკი სიკვდილი ასე საშინელია და ბუნების კანონიც ასეთი ძლიერი, როგორ შეიძლება ვინმემ დასძლიოს იგი, როცა იმანაც კი ვერ სძლია, ვინც სიცოცხლეში ბუნებას ამარცხებდა, ვისაც ბუნება ემორჩილებოდა, ვინც რქვა: „ტალითა კუმი“ - და ქალწული აღსდგა, „ლაზარე გამოვედ გარე“ და მკვდარი გამოვიდა? უცქერ ამ სურათს და ბუნება გეჩვენება რაღაც უშველებელ, რაღაც გულქვა პირუტყვად, ან უფრო სწორად, გაცილებით უფრო სწორად რომ ვთქვათ, თუმც უცნაური კია, - რაღაც უზარმაზარ, უახლესი სისტემის მანქანად, რომელმაც უაზროდ, უგრძნობლად და გაუკითხავად ჩაითრია, გასრისა და ჩანთქა უდიადესი, ფასდადუებელი არსება - ის არსება, ვის მტვრად არც ღირდა მთელი ბუნება და მისი კანონები, მთელი ეს ქვეყანა, რომელიც შესაძლოა სულაც იმიტომ გაჩნდა, რომ ეს არსება მოვლენილიყო!

3)ძმები კარამაზოვებიimage

ის კი არ არის უცნაური, ის კი არ არის საოცარი, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს, საოცარი ის არის, რომ ეს აზრი - აზრი ღმერთის აუცილებლობაზე - გონებაში შეეჭრა ისეთ ველურს და ანჩხლ ცხოველს, როგორიც ადამიანია, იმდენად წმინდა, იმნდენად მიმზიდველი, იმდენად ბრძნულია ეს აზრი და ისეთ ღირსებას ანიჭებს ადამიანს!

4)ეშმაკნიimage

იყო ამ ქვეყნად ერთი დღე და იმ დღეს დედამიწაზე სამი ჯვარი იდგა. ერთს, იმ ჯვარზე გაკრულს, ისე სწამდა, მეორეს უთხრა: „დღეს ჩემთან ერთად სამოთხეში მოხვდებიო“. დასრულდა დღე, ორივე მოკვდა. იარეს, იარეს და ვერც სამოთხე ნახეს, ვერც მკვდრეთით აღდგომა იხილეს. ნათქვამი არ ახდა. მისმინე: ეს კაცი იყო უდიადესი არსება ამ ქვეყანაზე, მისთვის ღირდა მხოლოდ ესულდგმულა ქვეყნიერებას. მთელი პლანეტა, ყოველივე, რაც მასზე არის, ამ კაცის გარეშე სიგიჟეა და სხვა არაფერი. არც მანამდე და არც მერე მისი მსგავსი არ შექმნილა და არც შეიქმნება, რა სასწაულიც არ უნდა მოხდეს. სასწაულიც სწორედ ის არის, რომ მისი მსგავსი არც ყოფილა და არც იქნება. ხოლო თუ ასეა, თუ ბუნების კანონებმა ისიც არ დაინდეს, თავისივე სასწაულიც გასწირეს, ისიც იძულებული გახადეს ამ ცრუ წუთისოფელში ეცხოვრა და სიცრუისთვის მომკვდარიყო.

5)საწყალი ადამიანებიimage

რაც გინდა წერონ, რაც გინდა ჯღაბნონ მჯღაბნელებმა, საწყალი ადამიანის ცხოვრებაში მაინც ყველაფერი ძველებურად დარჩება. ამას წინათ ემელია მეუბნებოდა, რომ რაღაცაზე ხელი მოაწერინეს და ათშაურიანი მისცეს იმის გამო, რომ იდგა უბრალოდ გაუნძრევლად, მას ეგონა სიკეთის გამო მისცეს და თურმე, ისინი ფულს იხდიდნენ საწყალი ადამიანის ნახვაში.

6)დამცირებულნი და შეურაცხყოფილნიimage

უკეთუ გინდა, პატივსა გცემდნენ, პირველ ყოვლისა, ჯერ თავად იქონიე საკუთარი თავის პატივისცემა; მხოლოდ ამით, მხოლოდ საკუთარი თავის პატივისცემით სხვასაც აიძულებ, გცეს პატივი.

7) ყმაწვილიimage

თუ გნებავთ გაიგოთ ადამიანი და გაერკვეთ მის სულში, დაუკვირდით არა იმას, თუ როგორ სდუმს ან როგორ ლაპარაკობს, ანდა როგორ ტირის, ან თუნდაც როგორ აღელვებს მას უკეთილშობილესი იდეები, არამედ უმჯობესია დაუკვირდეთ, როდესაც იცინის.

8)მკვდარი სახლის ჩანაწერებიimage


განათლებულ, პატიოსან, შეგნებულ და მგრძნობიარე კაცს სასჯელად საკუთარი გულისტკივილიც ეყოფა. მას ყველა სასჯელზე მეტად ეს სატანჯველი ღრღნის, საკუთარ თავს ჩადენილი დანაშაულისთვის უფრო შეუბრალებლად და მკაცრად გაკიცხავს, ვიდრე ყველაზე უწყინარი კანონი.

9)თვინიერიimage

ხლა კი დავრჩი ამ ცარიელ ოთახებში, დავრჩი ისევ მარტოდმარტო, დავრჩი ობლად. აგერ წიკწიკებს და წიკწიკებს საათი, რა ენაღვლება, ან რა აწუხებს. მე კი არავინ დამრჩა, არავინ მყავს მე უბედურს

10)მოთამაშეimage

მიმიფურთხებია ყველასთვის! ვინ ვარ უკვე? ზერო. ვინ შემიძლია ვიყო ხვალ? ხვალ შემიძლია მკვდრეთით აღვსდგე და ცხოვრება ახლიდან დავიწყო! ვიპოვო ადამიანი ჩემში, სანამ ის არ გაქრა!

11)დანაშაული და სასჯელიimage


პატიოსანი და მგრძნობიარე ადამიანი გულახდილია, საქმიანი კი გისმენს და ილუკმება და ბოლოს შენც მიგაყოლებს.

0
291
1-ს მოსწონს
ავტორი:დოზა26
დოზა26
291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0