საზოგადოება დაიკარგა ბავშვი, დღეს 9-ის ნახევარზე გავიდა სახლიდან... 2018, 5 ნოემბერი, 17:25 სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, თბილისის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეს, 12 წლის ელენე გ.-ს ეძებენ. ვაქვეყნებთ პოსტს და თუ ვინმემ იცის რამე ამ გოგონაზე, დარეკეთ მითითებულ ნომერზე:
"დაიკარგა ბავშვი, დღეს 9-ის ნახევარზე გავიდა სახლიდან, თუ ვინმემ შეამჩნიოთ გთხოვთ დამიკავშირდეთ 577337616. გთხოვთ გაავრცელოთ!!!" როგორც mshoblebi.ge-სთან საუბარში დაკარგული ბავშვის მეზობელი აღნიშნავს, გოგონა დილიდან გავიდა სახლიდან და სკოლაში არ მისულა, ამის შესახებ კი შუადღეს შეიტყვეს. გოგონა მეშვიდეკლასელია და ბიჭურად აქვს თმა შეჭრილი. შსს-მ დაადასტურა გოგონას დაკარგვის ამბავი და აქტიურად ჩართულია ძებნის პროცესში. 294 3-ს მოსწონს
|